33 წლის მსაჯის გარდაცვალების ახალი დეტალები და ოჯახის ეჭვები – „ვტოვებ ძმაკაცებს, ისინი მოუვლიან შენ ქმარსო“

ქართველი მსაჯის ილო ტუღუშის ოჯახი მისი გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე საუბრობს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რასაც არ ეთანხმება ილო ტუღუშის მეუღლე და შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შემდგარ შეხვედრას იხსნებს. მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა და ფიგურირებდა თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

შავი ჩაი ასკილით

„ერთი გიორგი ინალიშვილია, მაგას მოთხოვონ პასუხი, მაგან გადაიხადა ფული, არ ვიცი ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, ის თავს არ მოიკლავდა.

დამამუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ვტოვებ ძმაკაცებს, ისინი მოუვლიან შენ ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა ბახტაძეა ირაკლი, ბათუმლები იყვნენ „მერსედესით“, მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი.

საუბარი იყო 5 ათას ლარზე, უკან უნდა მიეტანა ჩემს ქმარს და ვერ მიუტანა, გაუსწორდნენ ასე, ალბათ, პრეზიდენტად მოსვლა უნდოდა.

მანქანაც გატეხილიაო, ასე მითხრეს, რამ დააზიანა? მეკითხებოდნენ, მისი მანქანით მოძრაობსო და კი-მეთქი“- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი