“32 ათასი ლარი შეგროვდა ხალხო, 32 ათასი და ამდენივე ნივთი, სამოსი…” – ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 32 000 ლარი შეგროვდა

ჯენი კვანტალიანი.PNG

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი წერს, რომ მან და მისმა მეგობრებმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად  დაზარალებული ოჯახებისთვის 32 000 ათასი ლარის შეგროვება შეძლეს.

ჯენი წერს:

„თქვენ ხართ საოცარი ადამიანები და მადლიერი ვარ ამისთვის .

ხომ გახსოვთ, პოსტი რომ დავდე, გავერთიანდეთ და საჭირო ნივთები, სამოსი შევუგროვოთ დაზარალებულებს-მეთქი?

ჩემი გრაფიკი იცით, ვერ გავუწევდი ორგანიზებას და ამიტომ ვთხოვე ფონდ “იალქანის” ოქროს სხივს, თიკო აბაშიძეს და იცით, რა მოხდა???

32 ათასი ლარი შეგროვდა ხალხოო, 32 ათასი და ამდენივე ნივთი, სამოსი ლამის.

მადლობა – არ კმარა ჩემი ემოციის, მადლიერების გადმოსაცემად.

გენაცვალეთ მაგ კეთილ გულებში“.

რეკლამა

დაწერე კომენტარი