300 არაგველის ბაღში გაზაფხულიდან რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

გაზაფხულიდან ბაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებსა და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. გაზაფხულზე ბაღში ახალი ნარგავებიც დაირგვება. ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. 300 არაგველის ბაღი გასული საუკუნის 30-იან წლებში კრწნისის ბრძოლის ადგილას გაშენდა და 50-იანი წლებში კეთილმოეწყო, თუმცა მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დღემდე არ ჩატარებულა.

cyc

300-aragvelis-bagi-burji

რეკლამა

დაწერე კომენტარი