30 წლის ნატო მანია ძიძად მუშაობდა და მოხუც მშობლებს არჩენდა – ავარია ზუგდიდში

ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადაყვანა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

დაშავებული ქალის ახლობელი აცხადებს, რომ ნატო ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. მას სახლში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და დედისერთაა.

-მეუღლეს გაშორდა და მშობლებს ეს არჩენდა… დღეს ვიყავი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობა აქვს… ექიმმა თქვა, თავში ფირფიტა უნდა ჩავუდგათო, ოპერაციისთვის ამზადებენ და მერე უკვე მის ორგანიზმზე არის დამოკიდებული, ვნახოთ, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმთან“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ,,აუდის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა, როდესაც ის ცენტრალურ ქუჩას კვეთდა. შეჯახების შედეგად მან სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა 19 წლის ახალგაზრდაა.

პრაიმტაიმი

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
უმძიმესი ავარია გაბრიელ სალოსის გამზირზე - დაღუპულია 8 წლის ბავშვი
დაწერე კომენტარი