15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. კრიტიკული დღე ელით ვერძებს. მათ თავიანთი სიმართლის მტკიცება მოუწევთ და თანაც ვინმე სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან. ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდებათ. მაგრამ ვარსკვლავები ურჩევენ ცვლილებების განხორციელება არ იჩქარონ სანამ კარგად არ აწონ-დაწონიან ყველაფერს. მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან. შეეცადეთ მეტად ყურადღებიანი იყოთ.

კურო. დღეს უმჯობესია გადადოთ ყველა საქმე და უბრალოდ კარგად დაისვენოთ. შესაძლოა გამოაშკარავდეს პრობლემები, რომლის ხსენებაც არ გინდოდათ. შეეცადეთ არ განაწყენდეთ და რეალურად შეაფასოთ მომხდარი. ასე შეძლებთ თქვენს საკეთილდღეოდ განახორციელოთ ცვლილებები. სახლში სკანდალია მოსალოდნელი, მაგრამ შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ხმას არ აუწიოთ.

ტყუპები. შეგიძლიათ მშვიდად აღნიშნოთ თქვენი გამარჯვება. ყველა საქმე, რაც დაგეგმილი ქონდათ კვირის ბოლომდე, დღეს მოგვარდება. ასე, რომ საღამოს აუცილებლად შესვით ჭიქა ღვინო, როგორც ჯილდო გაწეული სამუშაოსთვის.

კირჩხიბი. მეგობრული საუბრები უამრავ სიამოვნებასა და ახალ შთაბეჭდილებებს შეგძენთ. რაც მეტ მეგობარს შეკრებთ დღეს, მით უფრო მხიარულად გაატარებთ დროს და დაიმუხტებით მთელი კვირის სამყოფი ენერგიით.

ლომი. წარმატება ამ დღეს მხოლოდ თამამი და ენერგიული ლომების თანამგზავრი იქნება, რომელთაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. შეეცადეთ არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან საბუთებს და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. დაუთმეთ დრო მშობლებსა და ბავშვებს, ასევე იზრუნეთ საკუთარსა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ქალწული. ჯანსაღი ცხოვრების წესი  – ესაა დღეს თქვენი დევიზი. კარგი იქნება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით დაწყება, შემდეგ კოსმეტიკური სალონის მონახულება. სამსახურში მოსალოდნელია უმნიშვნელო სირთულეები, მაგრამ თუ გონივრულად მიიღებთ გადაწყვეტილებას, ყველაფერი მოგვარდება.

სასწორი. სწორედ დღეს გელით კარგი დღე ახალი და მშვენიერი ურთიერთობების დასაწყებად. თქვენ იგრძნობთ როგორია ნამდვილი სიყვარული.

მორიელი. ამ დღეს მოსალოდნელია როგორც თავგადასავლები, ასევე მოულოდნელი შემობრუნება თქვენი ბედისა. გაგიძლიერდებათ ნერვული სტრესი, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას. მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც სამსახურში, ასევე სახლში. თუ ვინმე თქვენს ჩართვას შეძლებს კამათში, შეეცადეთ ნუ დაიმცირებთ თავს ყვირილით. დღევანდელი სიზმრები ამავე დღეს ასრულებას გპირდებათ. თუ ხილი დაგესიზმრებათ, ეს გამოჯანრთელების ნიშანია.

მშვილდოსანი. თუ წვრილმანებზე არ მოცდებით და საკუთარ ძალებს ირწმუნებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს ყველაზე თამამი ფანტაზიებიც კი შეიძლება აგიხდეთ. ხელსაყრელი პერიოდია შიმშილობისა და დიეტის დასაწყებად. რომანტიკული შეხვედრისაგან კი თავი შეიკავეთ.

თხის რქა. შეეცადეთ ეს დღე დასვენებას მიუძღვნათ. დაუთმეთ ყურადღება ოჯახს და ახლობელ ადამიანებს. ეს დღე თითქოს რომანტიკული თავგადასვლებისთვისაა შექმნილი. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააჩაღებს.

მერწყული. დღევანდელ დღეს თქვენს იდეალებთან ბრძოლაში გაატარებთ, მაგრამ ეს უპერსპექტივო აღმოჩნდება. შეეგუეთ იმას, რომ საკუთარ თავთან ჭიდილი შეიძლება უშედეგო იყოს. ბოლოს როდის იყავით ექიმთან? დროა ეწვიოთ სამედიცინო დაწესებულებას და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიმოწმოთ.

თევზები. პირად ცხოვრებაში პრობლემების წარმოშობას უნდა უფრთხილდეთ. დღის პირველ ნახევარში თქვენი აგრესიულობა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში და მეტისმეტი თავდაჯერებულობა შესაძლოა ახლობლებისა და ნათესავების მხრიდან პროტესტის საბაბი გახდეს. ყოველ პრობლემას კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა მოუძებნოთ და გამონახოთ კომპრომისი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია არასტანდარტული სიტუაციები, რასაც მხოლოდ თქვენი მოხერხებულობის წყალობით თუ გაუმკლავდებით.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
"დედა ვწუხვარ, რომ სამსახური დაკარგე და არა მარტო დედაზე, მთლიან რუსთავი 2 -ზე..." - საბა კოდუას ემოიური პოსტი
დაწერე კომენტარი