30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური

ვერძი

ჯანმრთელობა: თუკი ბოლო დროს გაღიზიანებული ხართ, დროა შეცვალოთ ჩვეული მდგომარეობა. ეცადეთ, დაკავდეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
ბიზნესი: მიუხედავად იმისა, რომ ხვალ შესაძლოა, სამსახურში სულაც არ წახვიდეთ, ეცადეთ, მაინც განეწყოთ სამუშაო საქმიანობაზე. გაიხსენეთ ყველაფერი, რის გაკეთებაც გიწევთ სამსახურში და აუცილებლად მოემზადეთ უმაღლეს დონეზე – წინ სერიოზული დატვირთვა გელოდებათ.
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენა თქვენი და თქვენი საყვარელი მამაკაცის ერთობლივ ქონებაზე. ნებისმიერი დაუდევრობა, მისი მხრიდან, წინააღმდეგობის გაწევის ან კამათის მიზეზი გახდება, რაც ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ გაწყობთ.

კურო
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუკი რამდენიმე ხნის წინ რაიმე სახის დაავადება გადაიტანეთ, მაგალითად, გაცივება, ხვალ თქვენ მნიშვნელოვანი უკეთესობა უნდა იგრძნოთ.
ბიზნესი: 
ხვალ კარგი დღეა იმისთვის, რომ რომელიმე პრიორიტეტული პროექტის ინვესტირებაზე იფიქროთ. ამ მიმართულებით წარმატებული მოქმედებები დაგეხმარებათ, გააძლიეროთ თქვენი კომპანიის გავლენა და დარწმუნდეთ თქვენი სამუშაო მეთოდების ეფექტურობაში.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გაუგებარი გახდება, რატომ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები ასე მკვეთრად და ასე ხანგრძლივად. ის ყველანაირად ეცდება, ტაქტიანად გამოგკითხოთ მოულოდნელად განვითარებული მოვლენის მიზეზი.

ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ვადებს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვადაგასული პროდუქტით მოიწამლოთ. თუკი რომელიმე პროდუქტის ვარგისიანობაში ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია, ის სანაგვეში მოისროლოთ.
ბიზნესი: 
ხვალ მნიშვნელოვანი საქმიანი დავალების გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ცხოვრებას შემდეგ კვირაში. შესაძლოა, სწორედ ის, რომ მისი გადაწყვეტა დასვენების დღეს გიწევთ, ის უფრო სწრაფად და ორიგინალურად გადაწყდეს, ვიდრე ჩვეულებრივ, სამუშაო დღეს.
სიყვარული: ხვალ მოულოდნელი ნაცნობობა გელით საწინააღმდეგო სქესის მქონე წარმომადგენელთან. თანაც იმდენად მოულოდნელი, რომ თავადაც გაგიკვირდებათ, როგორ შეგემთხვათ ეს ამბავი.

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომაც დაივიწყეთ გრილი შხაპისა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შესახებ.
ბიზნესი: აქტიური ნაბიჯების გადადგმა სტაბილურ მოგებას მოგიტანთ. მთავარია, არაფრის შეგეშინდეთ და მკაცრად გააგრძელოთ ის მოქმედებები, რომლებიც უკვე შეიმუშავეთ. არ გადათქვათ ის, რაც ჩაიფიქრეთ. წამოიწყეთ ნებისმიერი მცდელობა, ყველაზე გიჟურიც კი და მხოლოდ მაშინ შეძლებთ ყველაფრის მიღწევას.
სიყვარული: უმნიშვნელო 
ფლირტი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან შესაძლოა, სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. ასე რომ, წინასწარ მოამზადეთ ფრაზა ან სახის გამომეტყველება, რომლის დახმარებით მიიღებთ ან უარყოფთ, ცოტა არ იყოს, მაცდურ შემოთავაზებას.

ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ ლომებს ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ ნივრის მიღებას, რადგან ეს შესანიშნავი მცენარე უამრავი დაავადების მკურნალია, პირველ რიგში კი – გაცივების.
ბიზნესი: 
ხვალ ძალიან პრეტენზიული იქნებით. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ორგანიზების დიდი სურვილი იყოს. გარშემომყოფებზე დიდ გავლენას იქონიებთ, მაგრამ არ ღირს ხასიათის მკვეთრად გამოვლენა, შესაძლოა ამით მხოლოდ მტრები მოიმრავლოთ. 
სიყვარული:
 ხვალ ეცდებით, თქვენს გარშემო მდგომარეობაც შეცვალოთ და ადამიანებიც. თქვენს მეორე ნახევარს კი ეს ქმედება ყველაზე მეტად შეეხება. მთავარი პრობლემა კი თქვენშია და არა სხვებში.

ქალწული
ჯანმრთელობა: ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კი გააკონტროლეთ დღის მენიუ. დაკვირვებით შეარჩიეთ საკვები პროდუქტები და ეცადეთ, ცილები შეზღუდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ბიზნესი: ხვალ დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოგექმნებათ. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, დამატებით ბევრი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც ტურისტულ სფეროში მუშაობს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან რეალურ მტკიცებულებებს ელოდება თქვენს გრძნობებთან დაკავშირებით. წერილი, ღია ბარათი, პატარა საჩუქარი – ყველაფერი ის, რის შენახვაც თქვენი ურთიერთობის ამ ეტაპის გასახსენებლად შეიძლება.

სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, წნევის მომატება იგრძნოთ. ეცადეთ, ეს პრობლემა მალევე დაარეგულიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წნევამ შესაძლოა, თვალის ბადურის სისხლძარღვებზე იმოქმედოს.
ბიზნესი: არ იჩქაროთ თქვენი საქმიანობის ამა თუ იმ ეტაპის დასრულება. პროექტის დაუსრულებელი, დაუფიქრებელი და გაუფორმებელი სახით ჩაბარებას მისი ცოტა ხნით შეჩერება სჯობია. იყავით უფრო პედანტური და დაკვირვებული.
სიყვარული: 
თქვენს საყვარელ ადამიანს უცხო პიროვნებები ძალიან უშლიან ხელს და არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ის თქვენთან ურთიერთობაში გულწრფელი და გულღია იყოს. იქნებ იფიქროთ და დაეხმაროთ მას არაკეთილისმსურველი ადამიანებისგან თავის დაღწევაში.

მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ, დიდი ალბათობით, ნაწლავების პრობლემები შეგექმნებათ, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ახალი კერძებისგან თავი შეიკავოთ. განსაკუთრებით კი, ეგზოტიკური პროდუქტებისგან. 
ბიზნესი: 
შესასრულებელი სამუშაოს ვადები იწურება, თქვენს საქმიანობას კი ჯერ კიდევ ბოლო არ უჩანს? სასწრაფოდ მოიკრიბეთ ძალები და გააკეთეთ შეუძლებელი – თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
სიყვარული: ხვალ ნამდვილად ღირს მოისმინოთ თქვენი მეგობრების მოსაზრება თქვენს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მხრიდან გამოტანილი დადებითი მოსაზრებაც და უარყოფითიც, თქვენსაზე გაცილებით ობიექტური იქნება. ეს სწორედ ის არის, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ მშვილდოსნებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ემოციური განტვირთვა. იქნებ ღირს, მოსინჯოთ სპორტის ექსტრემალური სახეობები. ემოციურ განტვირთვაში, შესაძლოა, საშინელებათა ფილმებიც დაგეხმაროთ.
ბიზნესი: 
მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. ტყუილად მიგაჩნიათ ისინი არაკომპეტენტურებად. ბოლო დროს ძალიან ამაყი გახდით და ვერ ამჩნევთ, რომ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც ბევრის გაკეთება შეუძლიათ. მოუსმინეთ ყურადღებით, რას გეუბნებიან.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გარკვევა, რატომ უყალიბდებათ გარშემომყოფებს მასთან სწორედ ამგვარი ურთიერთობა. თქვენ, როგორც ახლობელ ადამიანს, შეგიძლიათ, ყველაფერი აუხსნათ მას, თანაც მაქსიმალურად კორექტულად და ისე, რომ მას ძალიან არ აწყენინოთ.

თხის რქა
ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი კოზირი ზომიერებაა. ეს ჩვევა კი აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
ბიზნესი: განვლილ დღეებში ძალიან კარგად იშრომეთ, რისთვისაც ფულად ჯილდოს ელოდებით. საყიდლებზე წასვლა წინასწარ გაქვთ დაგეგმილი, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ. ახლო მომავალში, ფინანსური წახალისება არ გელოდებათ. პირიქით, შესაძლოა, მსხვილი აფერის ცენტრში აღმოჩნდეთ. სიფხიზლე გმართებთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს სურვილი გაუჩნდება, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს „ეკეკლუცოს“, მაგრამ ნუ შეაფასებთ ამ ქმედებას ღალატის მცდელობად. უბრალოდ, ეს დღე უბიძგებს მას მსგავსი საქციელის ჩასადენად.

მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ მიზეზითაც და უმიზეზოთაც ძალიან ბევრს ინერვიულებთ, რაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ეცადეთ, თავი დაიმშვიდოთ და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდეთ.
ბიზნესი: 
მერწყულებო, ცოტა შესვენება არ გაწყენთ. გამუდმებით ცდილობთ, დაკავდეთ სამუშაო საქმეებით. შესაძლოა, ეს საქმე მცირე და არასერიოზული იყოს, მაგრამ დროს და ძალას ნამდვილად საჭიროებს. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სამუშაო საქმიანობას მინიმალური დანახარჯებით გაუმკლავდეთ.
სიყვარული: 
თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. შესაძლოა, მას ცისფერი თვალები ან საოცარი იუმორის შეგრძნება ჰქონდეს… ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ არჩევანის გაკეთება. დასაფიქრებლად ცოტაოდენი დრო მაინც გაქვთ.

თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ მხედველობა, რადგან ეს შეუმჩნევლად არ ჩაივლის. ასევე, მოგიწევთ იზრუნოთ თქვენი ნაწლავის სწორად მუშაობაზე.
ბიზნესი: 
არ იჩქაროთ რაიმე საქმიანობაზე უარის თქმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მის შესასრულებლად არც დრო გაქვთ და მისგან არანაირ მოგებას არ ელით. გაერკვიეთ დეტალებში. სრულიად შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება შეცვალოთ.
სიყვარული: 
ნამდვილად ღირს იმის მოსმენა, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ. შესაძლოა, მან არ წარმოთქვას ის სიტყვები, რომლებსაც მისგან დიდი ხანია ელოდებით, მაგრამ ეს მის მიერ წარმოთქმულის მნიშვნელობას არ ამცირებს. იყავით ყურადღებით!

დაწერე კომენტარი