3 შვილიშვილი ბებიის თვალწინ გააუპატიურეს- 71 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა

პოლიცია

სამხრეთ აფრიკაში 71 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას იარაღის მუქარით აიძულეს ეყურებინა სამი შვილიშვილის სასტიკად გაუპატიურების სცენას. აღნიშნული ინციდენტი მოხდა ბალაკლავაში- ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ მისი ოჯახის წევრებს.

თავდამსხმელმა 19,22 და 25 წლის გოგოები საძინებელ ოთახში ჩაკეტა აღნიშნული ინციდენტის დროს, რომლის შემდეგაც მოძალადემ ქალი შეათრია ოთახში და მის თვალწინ გააუპატიურა ახალგაზრდა გოგოები.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის საგამოძიებო ბიურომ დაადგინა, რომ შოკისმომსგვრელი გაუპატიურების თვითმხილველ უმწეო ბებიას გული გაუსკდა. მოკლულის შვილიშვილების თქმით ირკვევა, რომ თავდამსხელს ხანდაზმული ქალისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია.

სამხრეთ აფრიკა პირველ ადგილზეა ფემიციდის ( ქალთა მკვლელობის) მაჩვენებლით მსოფლიოში- მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 2700-ზე მეტი ქალი და ბავშვი იქნა მოკლული, ხოლო 42 000 კი გააუპატიურეს.

წყარო: ნიუპოსტი

დაწერე კომენტარი