3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. დღის პირველი ნახევარი ჯანმრთელობისათვის საშიშროების შემცველია. მოსალოდნელია ტრავმები  და ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები. შესაძლოა მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისაგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცებაა მოსალოდნელი. ამ დღეს საქმეში შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი იქონიოთ.

კურო. შეცდომა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუშვით, აისახა არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანზეც. დღეს ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და გაარკვიოთ, ღირს თუ არა გაგრძელება.

ტყუპები. მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მალე თქვენ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შეხვდებით ნაცნობებს სიახლეების განსახილველად ან უბრალოდ ერთობლივი დასვენებისათვის. შეინიშნება ცვლილებები სიყვარულში.

კირჩხიბი. კირჩხიბებს დაძაბული დღე გელით. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია სერიოზული ტრავმები.

ლომი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გადახედეთ მენიუს, მათგან თქვენთვის საზიანო კერძები გამორიცხეთ და დაუმატეთ მეტი ხილი. აი, ნახავთ, – ეს განწყობასაც აგიმაღლებთ და უკეთაც იგრძნობთ თავს.

ქალწული. ხელსაყრელი დღეა. დღეს შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას, ასევე ახალი პროექტების შექმნას და ახალი საქმის დაწყებას. შესაძლოა ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდეს ადამიანს, რომლის დახმარებითაც ცხოვრებაში მრავალ მიზანს მიაღწევს.

სასწორი. შემოსავალი დასტაბილურდება. სკუთარი ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების დაბნევას და ახლობელი ადამიანების დაიმედებას.

მორიელი. მორიელებისთვის დღე აღსავსე იქნება მრავალრიცხოვანი მოულოდნელი უსიამოვნებებით. მოსალოდნელია გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან. არ მისცეთ უფლება ამ გარემოებას წყობილებიდან გამოგიყვანოთ. სავარაუდოდ ხვალინდელი დღე დაალაგებს ყველაფერს.

მშვილდოსანი. გაუგებრობები, რომლებიც დღეს გელით, ვერ გაგიფუჭებენ განწყობას. მთლიანობაში წარმატებული დღე გელით, რომელიც ბევრი სხვადასხვაგვარი პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ზოგიერთ მშვილდოსანს სასიამოვნო ნაცნობობა და ცოტაოდენი ფინანსური შემოსავალი ელის.

თხის რქა. ახლო მომავალში შესამჩნევი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ კარიერულ საფეხურზე.  შეეცადეთ ექსპერიმენტებს მიმართოთ სამსახურში ჩვეული საქმის შესრულებისას.

მერწყული. გაიხსენებთ რა უდარდელი და მარტივია პატარა ბავშვად შეიგრძნო თავი. თუ საკუთარ თავს მხიარულების, ანცობის, ხუმრობისა და სიცილის უფლებას მისცემთ, დღის განმავლობაში კარგადაც დაისვენებთ და ნერვულ სისტემასაც აღიდგენთ.

თევზები.  პირად საქმეებში წარმატებები გელით, მაგრამ მატერიალური საკითხები მოსვენებას არ მოგცემენ. შეეცადეთ ნათესავებისათვის რჩევების მიცემისაგან თავი შეიკავოთ და არ ჩაერიოთ მათ ცხოვრებაში. ნუ აიღებთ კრედიტს და ნუ გააკეთებთ ძვირადღირებულ შენაძენს. თავი შეიკავეთ ყველაფრისაგან, რაც თქვენს ორგანიზმს ავნებს, განსაკუთრებით კი სპირტიანი სასმელებისაგან.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი