12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
საქმიანი მივლინება ან კომერციული მიზნით დაწყებული მოგზაურობა წარმატებით დასრულდება და კარგ მოგებას მოგიტანთ. ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ,  საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. წარსულ წყენას თუ დაივიწყებთ, პრობლემების კონსტრუქციულად მოგვარებასაც შეძლებთ.

 

კურო
დიდი ხნის წინათ შესრულებული სამუშაოსთვის, მოულოდნელად ანაზღაურებას მიიღებთ. ამის გარდა, დავიწყებულ და უიმედო ვალებსაც დაიბრუნებთ და მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. გახსოვდეთ, რომ იღბლიანი დღეებიც სრულდება, ამიტომ შემოსული თანხა კარგად შეინახეთ. სავარაუდოდ, ფულის დიდი ხარჯვა გელით საქმისთვის, რომლის სამომავლოდ გადადება არ შეიძლება.

 

ტყუპები
წელიწადის ბოლო თვეს ტყუპებს კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ამ შანსით ყველა ვერ ისარგებლებს. ეცადეთ, ისწავლოთ სწრაფად ცვალებად სიტუაციაში მოქმედება და გარემოს მკაცრ პირობებს შეეგუოთ.

 

კირჩხიბი
ამქვეყნად ყველაფერი შეფარდებითია. მოსიყვარულე ნათესავები, კარგი ბინა, ლამაზი პეიზაჟიც კი, რომელიც თქვენი ფანჯრიდან ჩანს და არ აფასებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიკეთეებს მოკლებული არიან. არ ღირს თქვენი ცხოვრების ოკეანის მიღმა მცხოვრები მილიარდერების ან შოუბიზნესის ვარსკვლავების ცხოვრებასთან შედარება. დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

 

ლომი
ქორწინებისა და შეთანხმებების დადებისთვის საუკეთესო დრო არ გახლავთ. ამიტომ შეეცადეთ, ნებისმიერი საბუთის გაფორმება სამომავლოდ გადადოთ. გამორიცხული არაა, რომ თქვენი ოჯახური თუ სამსახურებრივი პრობლემა საყოველთაო განხილვის თემა გახდეს. ეცადეთ, საკუთარი საქმეებისა თუ პირადი ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია არავისთან გაამჟღავნოთ.

 

ქალწული
სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა შეგაწუხებთ, რომელიც იქ არ იჩენს თავს, სადაც ელოდით. ამ დღეს მიღებულმა საკვებმა შეიძლება ინტოქსიკაცია ან დაავადების გამეორება გამოიწვიოს. ამჟამად ყველაზე მეტად კარგი დიეტა და სამკურნალო ბალახების ნაყენი გჭირდებათ.

 

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია უცხოელ კომპანიონებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. შესაძლოა, დაძაბული დღე გქონდეთ, მაგრამ საყვარელი საქმის შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. კანონებისა და თქვენი უფლებამოსილების გასარკვევად შეეცადეთ, გამოცდილ სპეციალისტებს მიმართოთ.

 

მორიელი
ვარსკვლავები ამ დღეს რადიკალურ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ახალი სპეციალობა აითვისოთ ან სულაც ახალი რომანი წამოიწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე წარმატებით აისახება. თუ გსურთ საკუთარი ადგილი, კონტაქტები და არჩეული მიმართულება შეინარჩუნოთ, მოძებნეთ ახალი პარტნიორები, ახალი სამსახური ან წადით დათმობაზე.

 

მშვილდოსანი
ნებისმიერი ფინანსური დაბანდება, უძრავი ქონების, ავეჯის ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა თქვენთვის პერსპექტიული იქნება. აუცილებელია, დაკავდეთ ახალი საქმით. ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, ასე რომ, არ დანებდეთ და იყავით ყოველი დღის მადლიერი.

 

თხის რქა
ზოგიერთ პარტნიორთან დაშორება მოგიწევთ. ვიღაც არასაიმედოდ მოგეჩვენებათ, ზოგი კი იმედს გაგიცრუებთ. არ გამოირიცხება, რომ რომელიღაც მათგანი საერთოდ გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. პირად ურთიერთობებშიც დაძაბული დღე გელოდებათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიცვალეთ და გსურთ  პასუხისმგებლიანი, სერიოზული და თავდაჯერებული ადამიანი გყავდეთ გვერდით. როგორც არ უნდა იყოს, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩები – ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ.

 

მერწყული
ამ დღეს სწავლას პირველ გეგმად დაისახავთ. ცოდნა, რომელსაც ამ დღეს შეიძენთ, ახალი სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარებთ. მიიღეთ ნებისმიერი ადამიანი ისე, როგორც მასწავლებელი და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ნაცნობებთან ან მეგობრებთან გადაგხდებათ – თქვენთვის გაკვეთილია.

 

თევზები
ეს დღე თქვენთვის ჩვეულებრივ ჩაივლის. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ წიგნის კითხვას და კვლევით საქმიანობას. საღამოს დრო საკუთარ გარეგნობას დაუთმეთ. ჩაეწერეთ სილამაზის სალონში და სამუშაო დღისთვის მოემზადეთ.

დაწერე კომენტარი