1964 წლის 28 ნოემბერს სურამის ქედზე თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა- 28 ნოემბერს მომხდარი მოვლენები

28 ნოემბერი-ილ 14

სანამ საპრეზიდენტო არჩევნების დღე, 28 ნოემბერი დადგება, კარგი იქნება თუ  თვალს გადავავლებთ ამ დღეს მომხდარ სხვადასხვა საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს

  • 1520 : სამხრეთ ამერიკის ყურის გაცურვის შემდეგ პორტუგალიელი მკვლევარი ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით სამი გემი წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომელთაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შესცურეს.
  • 1660 : ლონდონის გრეშამის კოლეჯში რობერტ ბოილი, ჯონ უილკინსი, ქრისტოფერ ვრენი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფუძნებენ სწავლულთა საზოგადოებას, დღეს ცნობილი როგორც სამეფო საზოგადოება.
  • 1821 : პანამის დამოუკიდებლობის დღე. პანამა გამოეყო ესპანეთს და კოლუმბიას შეუერთდა.
  • 1912 : ალბანეთი დამოუკიდებლობას აცხადებს ოსმალეთის იმპერიისგან.
  • 1943 : მმო – თეირანის კონფერენცია – აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი თეირანში ომის სტრატეგიას იხილავენ.
  • 1944 : ალბანეთი ნაცისტებისგან განთავისუფლდა ალბანეთის პარტიზანთა მიერ.
  • 1960 : მავრიტანია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1969 : გამოდის როლინგ სთოუნზის ალბომი „Let It Bleed“.
  • 1975 : აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობას აცხადებს პორტუგალიისგან.
  • 1982 : 88 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო პოლიტიკის განსახილველად.
  • 1984 : უილიამ პენი და მისი მეუღლე ჰანნა კალოუჰილ პენი გარდაცვალებიდან 250 წლის შემდეგ აშშ-ის სპატიო მოქალაქეები ხდებიან.
  • 1989 : ცივი ომი – ხავერდოვანი რევოლუცია – ხანგრძლივი და მასიური პროტესტების ზეწოლით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.
  • 1994 : ნორვეგიის ამომრჩევლები ევროკავშირის წევრობაზე უარს აცხადებენ.
  • 2000 : უკრაინელი პოლიტიკოსი ოლეკსანდერ მოროზი აქვეყნებს კასეტას, რომლითაც სახალხოდ ამხილა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მონაწილეობაში.
  • 2007 : ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნით.
  • 1964 წლის 28 ნოემბერს, სურამის  ქედზე, “აეროფლოტის” ილ-14 ტიპის  თვითმფრინავმა, ბორტის ნომერი 41883, ავიაკატასტროფა განიცადა, რომელსაც 14 861 საათი ქონდა ჰაერში გატარებული. გავრცელებული ვერსიით , ავიაკასტროფა ქუთაისის ავიადისპეჩერის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც თვითმფრინავს  შემობრუნება მოთხოვა, მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა (ერთ-ერთი ვერსიით მას სხვა ბორტში N 03536 აერია). თვითმფრინავის ეკიპაჟი მიუხედავად წინააღმდეგობისა დაემორჩილა ბრძანებას და მობრუნების დაწყებიდან ზუსტად ორი წუთის შემდეგ ხის კენწეროს წამოედო და ფერდობს შეასკდა. დაიღუპა 3 პილოტი და ოთხი მგზავრი, ხოლო  გადარჩენილი 8 ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებით და მოტეხილობით, მეორე დღეს აღმოაჩინეს.Aeroflot_Ilyushin_Il-14_November_1970

  • შობის მარხვის დასაწყისი

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი