17 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ეს დღე საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. სამსახურში მაქსიმალური კონცენტრირება დაგჭირდებათ. შუადღის შემდეგ თქვენს ძირითად მოვალეობას ახალ თანამშრომელზე ზრუნვა დაემატება, რაც მორალურად დაგღლით. საღამოს დაქანცული და ძალაგამოლეული, თუმცა ვალმოხდილი იქნებით.

 

კურო
კარგი იქნება, თუ სამსახურში პროტესტის ღია ფორმით გამოხატვას მოერიდებით. გაითვალისწინეთ, რომ კოლეგებთან კონფლიქტი ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. თუ ამ ადამიანებთან მუშაობა გიჭირთ, რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. კარგი სპეციალისტი ხართ და ნებისმიერი ორგანიზაცია სიხარულით მიგიღებთ. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ.

 

ტყუპები
გვიანი შემოდგომის სიცივემ ისე მოგაბეზრათ თავი, რომ სევდა მოგაწვათ და ზაფხული მოგენატრათ. ნუ მისცემთ დეპრესიას უფლებას,  საშიში მასშტაბები მიიღოს. კარგი იქნება, თუ საღამოს რომელიმე ოპტიმისტი მეგობრის გარემოცვაში გაატარებთ, რომელმაც ბევრი ანეკდოტი იცის და ადამიანის გახალისება შეუძლია.

 

კირჩხიბი
ამ დღეს საფუძვლიანად შეისწავლით რაღაც ახალ, მოდურ მიმდინარეობას. ეს საქმე ისე გაგიტაცებთ, რომ დროებით საყვარელ ადამიანსაც დაივიწყებთ, რითიც მას გაანაწყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ მას თქვენი ახალი ჰობი არ მოეწონა, შესაძლოა, დაგშორდეთ კიდეც. მით უმეტეს, რომ ეს საქმე უამრავ ახალ მეგობარს შეგძენთ, რომელთა შორის, ცხოვრების მეგზურობის ღირსეულ კანდიდატებსაც შეარჩევთ.

 

ლომი
ამ დღეს თქვენი პროფესიული რეპუტაცია დიდი რისკის ქვეშაა. სიჩქარის დროს ვერ შენიშნავთ, რომ ახალ პროექტში უზარმაზარი შეცდომა გაგეპარათ. მომხდარი თქვენს შეფს ისე გააბრაზებს, შეიძლება, სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაგემუქროთ. თავადაც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაერიდოთ კოლექტივს, რომელიც თქვენი სამარცხვინო შეცდომის მხილველი გახდა. საბედნიეროდ, ნერვებს მოთოკავთ, დამშვიდდებით და შეფს ეტყვით, რომ შეცდომას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოასწორებთ.

 

ქალწული
ამ დღეს დიდი იმედგაცრუება გელით. ახალ რჩეულთან რომანტიკული შეხვედრისთვის მზადებაში იქნებით, როცა ის დაგირეკავთ და გეტყვით, რომ თქვენთან შეხვედრას ვერ ახერხებს. რამდენიმე წუთი იდარდებთ და საუკეთესო მეგობრის მოსანახულებლად წახვალთ. თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნება, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმ ადამიანს შეხვდებით, რომელმაც თქვენთან შეხვედრა „საპატიო მიზეზის“ გამო ვერ შეძლო.

სასწორი
ადამიანი, რომელსაც თქვენი ყოფილი კოლეგა გაუწევს რეკომენდაციას, სერიოზულ მფარველობას აღმოგიჩენთ. მისი მადლიერი დარჩებით, რადგან ის ძალიან დიდ მონაწილეობას მიიღებს თქვენს კარიერაში. ის გაცნობისთანავე საკუთარ თავზე აიღებს თქვენს კარიერულ წინსვლას, სამაგიეროდ კი არაფერს მოგთხოვთ, მხედველობაში თუ არ მივიღებთ რამდენიმე პატარა დახმარებას, რაც მის ჰობის უკავშირდება.

 

მორიელი
ამ დღეს საკმაოდ დამღლელ ღონისძიებას დაესწრებით. არ გამოირიცხება, საუბარი იყოს კორპორაციულ წვეულებაზე, რომელიც თქვენი ბოსის იუბილეს ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება. იუბილარისადმი მილოცვები დიდხანს გაგრძელდება და ვერც თქვენ და ვერც თქვენი კოლეგები ამ ყალბ ატმოსფეროში გართობას ვერ მოახერხებთ.

 

მშვილდოსანი
თქვენი, როგორც პროფესიონალის, ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება, თანაც – უჩვეულო მეთოდით. თქვენსა და კოლეგებს შორის ინტელექტუალური კამათი წარმოიქმნება, რომელსაც, დიდი ალბათობით, თქვენი ხელმძღვანელიც შეუერთდება. თქვენ ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდებით, ვისაც საკამათო საკითხში საჭირო ცოდნა აღმოაჩნდება. თქვენი ბოსი არ დაგიმალავთ, რომ გულწრფელად გაოცებულია თქვენი ინტელექტით, რის შემდეგაც საჯაროდ შეგაქებთ.

 

თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც საკუთარი სხეული გაძლევთ. თუკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად თავბრუსხვევას, თავის არეში ტკივილს ან საერთო სისუსტეს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თერაპევტს. არ გამოირიცხება, რომ ეს სიმპტომები სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს, რომლის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუკი სხვა საქმეებს გადადებთ და ექიმის რეკომენდაციებს პირნათლად შეასრულებთ.

 

მერწყული
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მიიზიდავთ. თუკი მეორე ნახევარი ჯერ არ გყავთ, ისარგებლეთ მომენტით და გამოართვით საკონტაქტო ინფორმაცია მას, ვინც თქვენი პიროვნებით გულწრფელად დაინტერესდება. შესაძლოა, ახლად გაცნობილ თაყვანისმცემელთან ურთიერთობა სოციალურ ქსელში გააგრძელოთ. მას მალევე დაუახლოვდებით და უახლოეს დღეებში პაემანზე წახვალთ.

 

თევზები
შესაძლოა, დიდ საქმეებს მოეჭიდოთ, მაგრამ მათი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლოთ. ეს ფაქტი თქვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება და მოგიწევთ, მნიშვნელოვანი გამოსავალი იპოვოთ: ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი პოტენციალი და ნუ მოგერიდებათ, დახმარება სთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პრობლემებში კომპეტენტურები არიან.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი