10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. საპასუხისმგებლო დავალების შესრულებისას ყურადღებით იყავით, რომ გარკვეული სახის ფინანსურ ავატიურაში არ გაეხვეთ. კონცენტრირება მოახდინეთ წვრილმან დეტალებზე და არავის მისცეთ თქვენი მოცდენის უფლება.

კურო. დღეს შეძლებთ დაკავდეთ შემოქმედებით საქმიანობით, რაც ღირსეულად დაგიფასდებათ. შესაძლოა დახმარებისათვის მეგობრებმა მოგმართონ. შეეცადეთ არ გააწბილოთ ისინი. დაუთმეთ დრო მშობლებს და ბავშვებს, თუ რა თქმა უნდა, ისინი გყავთ. შეეცადეთ ცოტა გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ერიდეთ ხორციან საკვებს.

ტყუპები. მიუძღვენით ეს დღე საყვარელ ადამიანებს. მოინახულეთ ახლობლები, გაიარეთ ერთად მაღზიებში ან უბრალოდ გაისეირნეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ სიფიცხისგან თავი შეიკავოთ. იყავით თავშეკავებული და კეთილგონიერი. კარგი დღეა საყიდლებისათვის.

კირჩხიბი. კარგი განწყობა და კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გადაწყვიტოთ ძალიან რთული ორგანიზატორული საკითხები. ამასთანავე ნუ შეეცდებით ყველაფერს ერთად მოხვიოთ ხელი – რამდენიმე საქმის ერთად კეთების სურვილი გადაღლას გამოიწვევს და მწყობრიდან გამოგიყვანთ. საღამოს კი რომანტიკულად განეწყვეთ, რადგან თქვენ გელით წინადადება ან დაუვიწყარი საღამო.

ლომი. დღევანდელი დღე ლომებისათვის დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის. მოსალოდნელია წარუმატებლობები პროფესიულ საკითხებში, პრობლემები სამსახურში, სირთულეები ურთიერთობებში.

ქალწული. ეს დღე მთლიანდ მიუძღვენით საკუთარ თავს. თქვენს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება მთლიანად დაგაკმაყოფილებთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული. კარგი შანსი გაქვთ, მიაღწიოთ სრულ ურთიერთგაგებას მეორე ნახევართან. ის უსიტყვოდაც კი გაგიგებთ და თქვენს ნებისმიერ წინადადებას გაიზიარებს.

სასწორი. აღიჭურვეთ მთელი თქვენი შრომისუნარიანობით, პუნქტუალურობითა, თვითკონტროლით და მაშინ ნამდვილად შეძლებთ წარმატების მიღწევას. მოსალოდნელია უმნიშვნელო დანაკარგი. საღამოს შეეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ.

მორიელი. კონფლიქტები, გაუგებრობები, კამათი… –  ეს ყველაფერი დღეს არ იქნება, რადგანაც თქვენ საკუთარ თავში დიპლომატის უნარებს აღმოაჩენთ. გაიხსენეთ ვისთან გაქვთ ურთიერთობები მოსაგვარებელი და შეუდექით საქმეს. რომანტიკულ შეხვედრაზეც უკეთესად წარმოაჩენთ თავს.

მშვილდოსანი. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს სახლში არ გაჩერდეთ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. რადგანაც სავარაუდოდ სწორედ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებთ. ფინანსური მდგომარეობა დღეს სტაბილურობას გპირდებათ.

თხის რქა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. მოსალოდნელია მოტყუება ან თანამშრომელთა ხრიკები სამსახურში. საღამო რომანტიკული შეხვედრისა და სასიყვარულო თემებზე სასაუბროდ განგაწყობთ. იდეალური დროა ჩასახვისათვის.

მერწყული. დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იქნება, მაგრამ ეს ცუდად არ აისახება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზე. მოსალოდნელია გარშემომყოფებთან უთანხმოებები და ჩხუბიც კი. სავარაუდოდ ამჯერადაც ვერ გაგიგებენ. ვარსკვლავები გირჩევენ თქვენი დრო პირად ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებას მიუძღვნათ.

თევზები. ნებისმიერი საუბარი დღეს შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი