22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი

ჯანმრთელობა: ერიდეთ ორპირ ქარს, განსაკუთრებით თუ მანქანით მგზავრობთ. გაითვალისწინეთ, რომ მარტო გაცივებით ვერ გადარჩებით, შესაძლოა, ყურის ანთებაც დაგემართოთ.

 

კარიერა: ხვალ სამუშაოს იმაზე ადვილად გაუმკლავდებით, ვიდრე გგონიათ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ახალი დავალება არ გაქვთ. შეგიძლიათ, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებაზე ფიქრი დაიწყოთ. დრო ნამდვილად თავზე საყრელად გაქვთ.

 

სიყვარული: საყვარელი ადამიანის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ დაგასევდიანებთ, თუმცა ამის ცოდნა საშუალებას მოგცემთ, სწორად შეაფასოთ თქვენი მომავალი ცხოვრება და ამჟამად მიმდინარე მოვლენების წარმატებული შედეგი გათვალოთ.

 

კურო

ჯანმრთელობა: გულმოდგინედ დაამუშავეთ ახლახან შეძენილი ხილი და ბოსტნეული. მხოლოდ ასე შეძლებთ, თავიდან აიცილოთ კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

კარიერა: ეცადეთ, უარის თქმა ისწავლოთ. ჯერ საკუთარი საქმე დაასრულეთ და სხვების დახმარებაზე მერე იზრუნეთ. ნუ ინერვიულებთ, რომ უარის საპასუხოდ, დახმარების თხოვნაზე თქვენც უარს მიიღებთ. ხვალ უარის თქმის ხელოვნება ნამდვილად გამოგადგებათ.

 

სიყვარული: ფილოსოფიურად აზროვნების ხასიათზე ხართ, თუმცა, საკმაოდ აბსტრაქტულ თემებზე მსჯელობთ. ამჟამად თქვენთვის აუცილებელია, რომ საყვარელმა ადამიანმა მარადიულზე თქვენთან ერთად იფიქროს. მას კი ასეთი პერსპექტივა არ ხიბლავს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ კონფლიქტი გექნებათ.

 

ტყუპები

ჯანმრთელობა: თუ, ბოლოს და ბოლოს, სპორტულ დარბაზამდე მიაღწიეთ, არ დაიზაროთ და ეცადეთ, ორგანიზმი კარგად აამუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის შემდეგ საკვების მიღებამდე, სულ მცირე, ერთი საათი უნდა გავიდეს.

 

კარიერა: არავითარ შემთხვევაში ორმაგი თამაში არ წამოიწყოთ, რადგან ეს აუცილებლად საპირისპირო შედეგს მოგცემთ. ხვალ იმის უფლებაც არ გაქვთ, რომ რაღაც თემებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ. დაინტერესებული ხალხისთვის ყველა დეტალის გამხელა თუ არ გსურთ, მათთან შეხვედრას თავი უნდა აარიდოთ.

 

სიყვარული: საყვარელი ადამიანი ყველა მეთოდით ცდილობს, თქვენი ყურადღება მიიქციოს. კარგი იქნება, თუ ამ მეთოდებს შორის გემრიელი საჭმელი, შეკეთებული კარადა ან ალერსიანი კოცნა იქნება. სკანდალებისა და ისტერიკების მოწყობას ნამდვილად ეს ჯობია.

 

კირჩხიბი

ჯანმრთელობა: მეტისმეტად თბილად ჩაცმას არ გირჩევთ, რადგან გადახურება გარკვეულ უხერხულობას და შეიძლება, პრობლემებსაც კი შეგიქმნით. ეცადეთ, ტანსაცმელი ამინდის მიხედვით შეარჩიოთ. უკეთესი იქნება, თუ ხვალ სახლიდან საერთოდ არ გამოხვალთ.

 

კარიერა: იჩქარეთ! ამ დღეს ყველაფერი თქვენს სისწრაფესა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. თუ შეძელით და გაუძელით, მთელი სამყარო თქვენს ფეხებთან აღმოჩნდება. თუ ვერა, რა გაეწყობა… ხანდახან წაქცევაც შეიძლება სასიამოვნო იყოს. განსაკუთრებით ფრენის მომენტში.

 

სიყვარული: ხვალ თქვენი პრიორიტეტების სიაში სიყვარული პირველ ადგილზე ვერ მოხვდა და შეიძლება პირველ ათეულშიც კი ვერ შევიდეს. საყვარელ ადამიანს ამასთან შეგუება მოუწევს, რადგან რამის შეცვლა არ შეუძლია. ეცადეთ, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანია.

 

ლომი

ჯანმრთელობა: გახდომა თუ გსურთ, რამე უგემური მოამზადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქიკაზე და არა, სხეულზე ზემოქმედებაა.

 

კარიერა: დიდი შანსია, რომ ხვალ ისეთი საქმის კეთება მოგიხდეთ, რაშიც თავს არაკომპეტენტურად მიიჩნევთ. ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და რჩევა ისეთ ხალხს ჰკითხეთ, ვისაც თქვენზე მეტი გაეგება.

 

სიყვარული: ხვალინდელი დღის ამოცანაა, რომ ერთთვიანი გეგმა შეადგინოთ. თარიღის ზუსტად მითითება, როდის უნდა გიყვარდეთ უფრო ძლიერად, რთულია, მაგრამ იმის გათვლა, როდის წახვალთ კინოში ან თეატრში, სრულიად შესაძლებელი. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ.

 

ქალწული

ჯანმრთელობა: ხვალ ყელი თქვენი სუსტი ადგილია, ამიტომ ერიდეთ ისეთ დაავადებას, როგორიც ტონზილიტია. ყველა ღონე იხმარეთ, რომ მისი სიმპტომების გამოჩენა აღკვეთოთ.

 

კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ სამუშაოსა და პრობლემების შესახებ დაივიწყოთ, რადგან მაინც არაფერი გამოგივათ. ეცადეთ, მოდუნდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

 

სიყვარული: შესაძლოა, ხვალ ისეთმა ადამიანმა დაგირეკოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და თქვენს მეორე ნახევრად ან რაღაც ამის მსგავსად იქცეს. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღოთ. მართალია, ცოტა, მაგრამ დრო კიდევ გაქვთ.

 

სასწორი

ჯანმრთელობა: სასწორებს ვარსკვლავები ურჩევენ, ნაკლები რაოდენობის ყავა და შავი ჩაი დალიონ, რადგან მათი გადაჭარბებული მიღება მნიშვნელოვნად გამოაშრობს თქვენს ორგანიზმს. უპირატესობა მიანიჭეთ ჩვეულებრივ წყალს ან მწვანე ჩაის.

 

კარიერა: დარჩით საკუთარ თავთან და ნუ წამოეგებით თქვენი თანამშრომლებისა თუ პარტნიორების პროვოკაციებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი დაგარწმუნებენ, რომ მათი შემოთავაზებული ქცევის მოდელი თქვენსას ჯობია. სრულიად შესაძლებელია, მათი რჩევები სამომავლოდ გამოგადგეთ.

 

სიყვარული: ხვალ აუცილებლად იგრძნობთ სითბოს, რადგან გეცოდინებათ: ვიღაცისთვის სიხარულია თუნდაც ის, რომ თქვენ უბრალოდ არსებობთ ამ პლანეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იშვიათად უღიმით. შეეცადეთ, ეს ხშირად გააკეთოთ – და ვიღაცის ცხოვრებას უფრო გააბედნიერებთ. იქნებ უკვე მისალმების დროც დადგა?

 

მორიელი

ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ და ორგანიზმი ფიზიკურად და ემოციურად არ გადატვირთოთ, განსაკუთრებით საღამოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძინებას ვერ შეძლებთ. აუცილებლად იზრუნეთ თქვენს ნერვულ სისტემაზე.

 

კარიერა: ხვალინდელი დღე საკმაოდ საპასუხისმგებლო იქნება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ სიტუაციის შეფასების დროს რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვეთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით – შესაძლოა, ისეთი რამ ინანოთ, რასაც არა ხვალ, არამედ მოგვიანებით გააკეთებთ.

 

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, მისი საიდუმლო ფიქრები გაგიზიაროთ, რომლებიც მას ძალიან აღელვებს. თქვენი დავალებაა – ინტერესით მოუსმინოთ მის წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას და ღირებული რჩევა მისცეთ მას.

 

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ არ დაგავიწყდეთ ახალი ხილისა და ბოსტნეულის შესახებ: ისინი აუცილებლად უნდა იდოს თქვენს მაგიდაზე. არ არის აუცილებელი, მათი დიდი რაოდენობით მიღება: ერთი-ორი ხილი დღეში თქვენს კუჭ-ნაწლავს კარგად მუშაობის საშუალებას მისცემს.

 

კარიერა: ისწავლეთ საკუთარ აზრზე დარჩენა, მით უმეტეს, თუკი იცით, რომ მართალი ხართ. ნუ იფიქრებთ იმის შესახებ, რომ თქვენს თანამოსაუბრეს თქვენზე უფრო მეტი გამოცდილება აქვს და მისი მოსაზრება ყოველთვის ავტორიტეტულია. თქვენც ბევრი რამ იცით და შეგიძლიათ. გარდა ამისა, გაქვთ ალღო, რაც აუცილებლად უნდა დააფასოთ.

 

სიყვარული: ხვალ ნაკლებად შეძლებთ საყვარელ ადამიანთან განმარტოებას. მეგობრები, ნათესავები, შვილები, შვილიშვილები – თითქოს ყველა სპეციალურად მოილაპარაკებს თქვენს რომანტიკულ საღამოს შეუერთდნენ. გიხაროდეთ, რომ ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებით. ასე რომ, გადადეთ საღამო შემდეგისთვის.

 

თხის რქა

ჯანმრთელობა: ხვალ ყელი ყველაზე დაუცველი ადგილი იქნება თქვენს ორგანიზმში, ამიტომ შეეცადეთ, დიდი რაოდენობით ცივი სასმელები არ მიიღოთ და კარგი იქნება, თუკი ქარში სიმღერასაც მოერიდებით.

 

კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაუწყოთ ყველას იმის მტკიცება, როგორი შესანიშნავი თანამშრომელი და ინიციატივის მოყვარული ადამიანი ხართ: ამ თვისებებს მაინც არავინ დაგიფასებთ, ხოლო პრობლემები სამუშაო ადგილას ნამდვილად წარმოგექმნებათ.

 

სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი ლოგიკის გაგება, რადგან ხვალ ის ოდნავ განსხვავებული იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. თუმცა, სიყვარული სასწაულებს ახდენს, ამიტომ საბოლოოდ ყველაფერი კეთილად დასრულდება თქვენი ტანდემისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენ არ იქნებით ამის წინააღმდეგი.

 

მერწყული

ჯანმრთელობა: ეს დღე შესანიშნავია სხვადასხვა სახის გამოკვლევის ჩასატარებლად. სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობა და გაიგებთ, რა უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში.

 

კარიერა: გამორიცხული არ არის, რომ ხვალ, როდესაც თითქმის მთელი დღე თავისუფალი გექნებათ, მოულოდნელად რომანტიკული ნაცნობობა შედგეს, თუკი წინააღმდეგობას არ გაუწევთ მეგობარს და მასთან ერთად შეხვედრაზე წახვალთ, თუნდაც საქმიანზე, სადაც აუცილებლად იქნება თქვენთვის ვინმე უცნობი ადამიანი. არ გაუშვათ ხელიდან შანსი!

 

სიყვარული: ხვალინდელი დღე ყველაზე ჩვეულებრივი იქნება. ათასი დღიდან არაფრით გამორჩეული. ამიტომ წინასწარ მოემზადეთ იმისთვის, რომ ხვალისთვის საინტერესო არაფერი შეინიშნება: საღამოსკენ ნაკლები მწუხარება და ნაკლები გაღიზიანება გამოხატეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ის ნამდვილად არ არის დამნაშავე თქვენს მოწყენილობაში.

 

თევზები

ჯანმრთელობა: არ ინერვიულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, წნევის პრობლემები დაგეწყოთ. ხვალ აუცილებლად კარგ ფორმაში უნდა იყოთ და ნათელი გონებით იაზროვნოთ. ამიტომ შეეცადეთ, ფილოსოფიურად მიუდგეთ წვრილმან უსიამოვნებებს. მცირედი პრობლემები ცხოვრებას ყოველთვის თან ახლავს.

 

კარიერა: იქნებ როგორმე მოსწყდეთ სამუშაოს! მიეცით საკუთარ თავს სრულყოფილად დასვენების საშუალება – თან ამოისუნთქავენ ისინიც, ვინც საბედისწეროდ სამსახურში თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ. ადამიანების მიმართ უფრო ლოიალური უნდა იყოთ.

სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ სიტუაცია იმის ანალოგიურია, რაც თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის რამდენიმე ხნის წინ უკვე იყო. მხოლოდ ის დაგრჩენიათ, გაიხსენოთ, რა არ უნდა გააკეთოთ და მოიფიქროთ ახალი გადაწყვეტილება იგივე პრობლემის მოსაგვარებლად.

პოპულარული

თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური ინფორმაცია
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
დაწერე კომენტარი