
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხუთშაბათს, 27 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, სოფელ თელეთის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის