27 წლის წინ მომხდარი მკვლელობა – დააკავებენ თუ არა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილ წევრს ოლიგარქის მხილების გამო?

გოგოლაძე

ქართუ ჯგუფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე, ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოფიციალური ინფორმაციით, გოგოლაძის პროკურატურაში დაბარება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის, ფრედი ვუდვორფის მკვლელობის საქმეს უკლავშირდება.

cyc

ელდარ გოგოლაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გოგოლაძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და პროკურატურაში გოგოლაძის დაბარებას 2020 წლის 25 ოქტომბერს მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირდება.

მისი თქმით, ხმაურიანი ინტერვიუს გასვლიდან მალევე დაიწყო პროკურატურამ ფრედი ვუდროფის საქმის გადახედვა.

“პროკურატურას, ამ ხელისუფლების პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 8 წლის განმავლობაში არ გასჩენია კითხვები ელდარ გოგოლაძის მიმართ. ჩნდება ეჭვი, რომ ის მთავარ არხზე სტუმრობის შემდეგ დაიბარეს”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში ელდარ გოგოლაძემ ბიძინა თქვა , რომ ივანიშვილი რების ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევდა უკან.

რაც შეეხება ფრედი ვუდროფს ის თბილისის შემოსასვლელში 1993 წელს მანქანაში მაშინ მოკლეს, როდესაც შევარდნაძის დაცვის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან ერთად დედაქალაქში ბრუნდებოდა.

მკვლელობის ბრაკდებით ანზორ შარმაიძე დააკავეს დ ა15 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. შარმაიძე 2008 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ახლა შარმაიძე ირწმუნება, რომ ვუდროფი მას არ მოუკლავს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი