27 წელი აფხაზეთის ომიდან – გმირთა მოედანზე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

27 წელი აფხაზეთის ომიდან – გმირთა მოედანზე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე ასევე, ელოდებიან აფხაზეთის მთავრობასაც.

მოქალაქეები გმირთა მემორიალს  გვირგვინებით ამკობენ. დაღუპული გმირების დედები კი, აფხაზეთის ომის დროინდელ მოვლენებს იხსენებენ.

„შვილი თვალწინ მომიკლეს, ფეხი დამაბიჯეს სახეზე, პირი „შტიკნოჟით“ გამიღეს და იმის თვალი ამოიღეს და გადამაყლაპეს,“-იხსენებს აფხაზეთის ომის დროს დაღუპული გმირის დედა, ნაირა კალანდია.

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედანზე რეინტეგრაციის მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილიც მივიდა.

„27 წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან, როდესაც დაიწყო მთავარი საბრძოლო მოქმედებები, რასაც შეეწირა უამრავი ჩვენი ახალგაზრდის, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. დღე პატივი უდნა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას. აქ არიან ადამიანები, შავოსანი დედები, მამები, მშობლები, რომლებიც 27 წელია გაუსაძლის ტკივილს და მოუშუშებელ ტკივილს უძლებენ, მაგრამ მათ ნამდვილად აქვთ საამაყო, რომ მათი შვილები სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ,“- განაცხადა  ციხელაშვილმა.

აფხაზეთში პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს, მას შემდეგ მოხდა, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა. ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან მიუხედავად ამისა, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირესა და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. ეს იყო რუსეთ და საქართველოს შორის ომის დასაწყისი. 403-დღიან სამხედრო დაპირისპირებას ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პოპულარული

"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძემ ყველა დაჩრდილა - გოგონას სუპერსექსუალური ცეკვა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო (ვიდეო)
ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში - ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება
პატარა ბერუკა ბებისა და ბაბუასთან - ბერუკას ახალი ფოტოები
დაწერე კომენტარი