30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
დადგა გეგმების შესრულების, ოცნებების ახდენის, დიდებისა და წარმატების დრო. შესაფერისი პერიოდია შემოსავლების გასაზრდელად. უარს ნუ იტყვით მეგობრებისა და მფარველების ფინანსურ დახმარებაზე.

კურო
წინა დღეებთან შედარებით, რთული დღე გელით. ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, მაღალია შეცდომის დაშვების რისკი. გირჩევთ, ქაღალდებს კარგად გაეცნოთ და განსაკუთრებული ყურადღება ორაზროვან და გაუგებარ ფრაზებს მიაქციოთ.

ტყუპები
ერთ-ერთი საშიში და კრიტიკული დღეა. უსიამოვნებები ცხოვრების ყველა სფეროშია მოსალოდნელი. ერიდეთ უსარგებლო ქაოსს და ზედმეტ ლაპარაკს. თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებისგან და ენერგიას გაუფრთხილდით.

კირჩხიბი
იმუნიტეტის დაქვეითებისა და ენერგეტიკის დასუსტების დღეა. შესაძლოა, კირჩხიბი გარეგნულად ცივი და უხეში ჩანდეს, თუმცა მის გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი თანაგრძნობისა და სითბოს გამოვლენისთვის. კირჩხიბები ხშირად იბუტებიან და ზოგადად, ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან, ამიტომ ხშირად მათი ჯანმრთელობა განწყობაზეა დამოკიდებული. გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემას.

ლომი
ამჟამად თქვენი გონება მხოლოდ ფინანსური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული. გარშემო იმდენი მაცდური წინადადება და ფულის ხელსაყრელად დაბანდების ვარიანტია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. გახსოვდეთ, ფინანსური ან სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებისას, დოკუმენტებს ყურადღებით გაეცანით.

ქალწული
ამ დღეს ბუნებით ფრთხილი ქალწულები რომელიღაც საქმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, სარისკო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. გახსოვდეთ, არახელსაყრელი პერიოდის დადგომამდე, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელება უნდა მოასწროთ. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა მკურნალობის პროცესში თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინონ.

სასწორი
ეს დღე ვალების გადახდასთან ასოცირდება. თქვენი რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდება. ნებისმიერი ინიციატივა, სამომავლო მოგზაურობა და გრძელვადიანი სამუშაოები თქვენთვის მისასალმებელი იქნება.

მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატებული დღე ელოდებათ. სურვილის შემთხვევაში რემონტის დასრულებას ან მოსაწყენი კავშირების გაწყვეტას შეძლებთ. შეგიძლიათ, ქვეცნობიერად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგალითად, გადაწყვეტთ, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, მიჰყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, შეცვალოთ სამუშაოს მიმართ დამოკიდებულება ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა გამოასწოროთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ავარიისა და კატასტროფის ალბათობა გაიზრდება, განსაკუთრებით, ტექნიკის მართვის შეცდომებთან დაკავშირებით. წარმატების მიღწევის დაუოკებელი სურვილი და სამსახურში მეტოქეობა კატასტროფულ შედეგამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ფრთხილად, რათა საკუთარი თავი არ მოატყუოთ და რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

თხის რქა
ამ დღეს მართალი, მარტივი და სანდო თხის რქები საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენას შეძლებენ, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. შემთხვევით ადამიანებს ძალიან ნუ ენდობით – შესაძლოა, მარტივად გახდეთ სხვების სათამაშო.

მერწყული
ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად აღიქვამთ. შეგიძლიათ, არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამოცდილება მიიღოთ, რის საფუძველზეც სამყაროს, სიკეთისა და ბოროტების შესახებ გარკვეული ცოდნის გამომუშავებას შეძლებთ. ამ დროისთვის მასწავლებლის ან სულიერი მოძღვრის ფუნქცია უფრო დაგაინტერესებთ, ვიდრე წოდება და დამსახურებები.

თევზები
თქვენი ძირითადი ყურადღება მატერიალური საკითხების გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული. მეგობრებთან ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების შეცვლას შეეცადოთ. ეს დღე, ასევე, შესანიშნავია უძრავი ქონების შესაძენად.

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი