14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: ბაზარსა თუ მარკეტში შეძენილი ხილი და ბოსტნეული გულმოდგინედ გარეცხეთ და დაამუშავეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული აშლილობის თავიდან აცილებას.
კარიერა: კარგი იქნება, თუ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ან მეორე უმაღლესი განათლების მიღებაზე იზრუნებთ. იფიქრეთ ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი ან კორპორაციული ფინანსები. ეს აუცილებლად გამოგადგებათ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს ვერაფრით გაუგია, მის პირად ცხოვრებაში მოვლენები ასე უცნაურად რატომ ვითარდება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ამ კითხვას უპასუხოთ, მაგრამ რატომღაც მიზანშეწონილად არ თვლით. ვითომ, მართალი ხართ?

 

კურო
ჯანმრთელობა: დიდი შანსია, რომ რომელიღაც ვირუსული დაავადება შეგეყაროთ. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ კუროებისთვის, რომლებიც დაავადებულ შვილებს უვლიან. ეცადეთ, ფრთხილად და ყურადღებით იმოქმედოთ. 
კარიერა: 
ხვალ სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება, თუმცა მაინც უნდა სცადოთ. იქნებ, ოდნავ მაინც შეცვალოთ ერთფეროვანი და მომაბეზრებელი საქმიანობა.
სიყვარული: როგორც ჩანს, ცაზე ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ თქვენი ცენტრში მოხვდა და ყველაზე მეტად კაშკაშებს. ხვალ ყველას უყვარხართ და სანაცვლოდ არავინ არაფერს გთხოვთ. ნუ იქნებით მეტისმეტად პრეტენზიული და ნუ ეცდებით შექმნილი სიტუაციის გამოყენებას.

 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ყველაფერი, რასაც დიდი ხანია ვერ ახერხებთ, წარმატებით გამოგდით. მათ შორის, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებიც, თუმცა მაინც… ნუ დაივიწყებთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციას.
კარიერა: ხვალ ერთდროულად რამდენიმე სერიოზული პრობლემა გაქვთ გადასაჭრელი, ამიტომ, თუ ციცერონი არ ხართ, შესაძლოა, ძალიან გაგიჭირდეთ. ეცადეთ, საქმის ნაწილი იმ თანამშრომლებზე გადაანაწილოთ, რომლებიც პრობლემის არსში თქვენზე ნაკლებად არ ერკვევიან.
სიყვარული: გარკვეული დროის მანძილზე, თქვენი რჩეული არაკონტროლირებადი და უმართავია, ამიტომ სრულიად არ აინტერესებს თქვენი აზრი თავის ამა თუ იმ ქმედებაზე. რა გაეწყობა. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ცხოვრებისა და სიცოცხლის გამგებელი თავადაა.

 

 

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, შესაბამისად, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. კარგი დღე გელით. 
კარიერა: 
მშვენიერი დღეა წინ და ზემოთ მოძრაობისთვის, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ სიტუაციით სარგებლობას ვერ მოახერხებთ. თუ გამოგივიდათ, ნამდვილად მოსალოცი იქნება, რადგან დასვენების დღეებში კარიერული წინსვლა ძალიან რთულია
სიყვარული: 
გსურთ, რომ საყვარელ ადამიანს ბედის უსამართლობაზე შესჩივლოთ, მაგრამ საეჭვოა, თქვენი სევდა სრული მოცულობით გაიგოს და თქვენი დამშვიდება შეძლოს. იქნებ, პრობლემებს თავად გაუმკლავდეთ?

 


ლომი
ჯანმრთელობა:  
ეცადეთ, ხვალ ბევრი მედიკამენტი არ მიიღოთ, რადგან საეჭვოა, წამალმა ალკოჰოლთან მოახერხოს შეთავსება. კარგი იქნება, თუ სპირტიან სასმელებზე უარს იტყვით და უკეთესი – თუ ორივეზე ერთად. 
ბიზნესი: 
ხვალ სამსახურებრივი საქმეების მიმართ მშვიდად და ყურადღებით უნდა განეწყოთ. თუ რატომ, ამას საღამოს მოახლოებისას გაიგებთ. 
სიყვარული: 
ხვალ შეხვდებით ადამიანს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს თქვენს პირად ცხოვრებაზე. შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრის წყალობით, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა რადიკალურად შეიცვლება. სხვათა შორის, შესაძლოა თავად საყვარელი ადამიანის ცვლილებაც.

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ სოლარიუმში ვიზიტს არ გირჩევთ. შესაძლოა, სასურველი ფერის კანი მიიღოთ, მაგრამ ჯანმრთელობა სერიოზულად დაიზიანოთ. სავარაუდოდ, ამ ვიზიტს გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება, რაც არაფერში გჭირდებათ. 
კარიერა: 
კარიერული ზრდის შემდგომ ეტაპზე უნდა იფიქროთ. შესაძლოა, ამით არაფერი შეიცვალოს, მაგრამ თავად ფიქრის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება. 
სიყვარული: 
დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იცით, სად მთავდება მეგობრობა და სად იწყება სიყვარული? ხვალ შესაძლოა, ეს ზღვარი ან ერთი ან მეორე მიმართულებით გადალახოთ. გაითვალისწინეთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რას და რატომ აკეთებთ, თორემ შედეგები თქვენთვის ძალიან უსიამოვნო იქნება.

 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ბიოდანამატები კაცობრიობას გადაარჩენს. მაშინ, როდესაც სხვები საკუთარ ჯანმრთელობას ფიზიკური დანამატებითა და ქიმიური პრეპარატებით საფრთხეს უქმნიან, თქვენ ხვალინდელ დღეს ზვიგენის აბებით და ტროპიკული მდინარეების იშვიათი წყალმცენარეებით დაიწყებთ. სამაგიეროდ, ხარივით ჯანმრთელი იქნებით. მართალია, გარშემომყოფები უცნაურად შემოგხედავენ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას შურიან ადამიანებს. 
კარიერა: 
გარშემომყოფებს სერიოზულობისკენ მოუწოდებთ, თუმცა, ამის გაკეთება დიდხანს არ მოგიწევთ, რადგან ეს მათი სურვილიცაა. საქმეებზე მოგვიანებით ისაუბრებთ – დასვენებისა და მოდუნების შემდეგ.
სიყვარული: 
საყვარელი ადამიანი უჩვეულო და საკმაოდ თამამ წინადადებას შემოგთავაზებთ, რაზეც უარის თქმა თქვენთვის პრობლემური იქნება და სიმართლე ვთქვათ, უარის თქმის სურვილიც არ გექნებათ. შეეცადეთ, ახალი წინადადება მაქსიმალურად კორექტულად მიიღოთ, რათა არც თქვენ და არც თქვენს ძვირფასს გადაწყვეტილების მიღების სისწორეში ეჭვი არ შეგეპაროთ.

 

 

 

მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი თავს საკმაოდ კარგად გრძნობთ, ხვალინდელი დღე იდეალური იქნება თქვენი ორგანიზმის მცირე განტვირთვისთვის. სრულფასოვანი დიეტა აუცილებელი არ არის, მაგრამ საკვებში ოდნავი შეზღუდვები ნამდვილად არ გაწყენთ.
კარიერა: ხვალ თქვენს საქმიან პარტნიორს რატომღაც გაუჭირდება თქვენთან ერთად მნიშვნელოვან კონტრაქტზე ხელის მოწერა, რომელიც, დიდწილად შეცვლის როგორც თქვენს, ასევე, მის ბიზნესსაც. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კონტრაქტი ხელმოწერილი იყოს.
სიყვარული: ხვალ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის საერთო ნაცნობები თქვენს შესახებ ცუდად ისაუბრებენ, რაც, ბუნებრივია, გეწყინებათ. შეეცადეთ, გაიგოთ, ვინ არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი: ნაცნობები თუ თქვენი მეორე ნახევარი – და ამ დასკვნების შესაბამისად სწორად იმოქმედოთ.

 

 

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებში უშიშრად უნდა გარისკოთ. შეეცადეთ, მაინც გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და დაავადებებს არ აწყენინოთ.
კარიერა: შეეცადეთ, მოიფიქროთ, რა გჭირდებათ კარიერის ასამაღლებლად და დაიწყეთ მოქმედება ერთდროულად ყველა ფრონტზე. ამგვარი გაძლიერებული შეტევა თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ენერგია, რომელსაც ხვალ დახარჯავთ, ტყუილად არ დაიკარგება – თქვენი დირექტორი სათანადო დასკვნებს გააკეთებს.
სიყვარული: თუკი ადამიანი, რომელსაც თვალი დაადგით, საჭირო ყურადღებას ვერ მოგაქცევთ, ნუ გეწყინებათ. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე მის გარდა კიდევ არსებობენ კარგი ადამიანები და არ ინანებთ, თუკი მათაც უფრო მჭიდროდ დააკვირდებით.

 

 

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა, ვისაც აბანოში ან საუნაში წასვლა აქვთ გადაწყვეტილი: დიდი რისკია, სოკოვანი ინფექცია დაგემართოთ, ამიტომ, მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ვიზიტის შემდეგ აუცილებელი ზომები მიიღეთ.
კარიერა: ხანგრძლივი და დამღლელი ღამის შემდეგ სამსახურში გამოძინებას მოინდომებთ. შეეცადეთ, დირექტორის, კოლეგებისა და კლიენტების შეუმჩნევლად დაიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოგექმნებათ და თქვენი კარიერაც დაზარალდება.
სიყვარული: ხვალ ერთობლივი აღმოჩენების დღეა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის აღმოჩენა: ახალი უბანი ქალაქში, ახალი სახეობის ყავა ან ერთმანეთის მიმართ ახალი გრძნობები. მთავარია, მოულოდნელ გადაწყვეტილებამდე ერთდროულად მიხვიდეთ და მისი ხიბლი და მნიშვნელობა ერთად შეიგრძნოთ.

 

 

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ნუ დაგავიწყდებათ ახალი ხილისა და ბოსტნეულის შესახებ: ისინი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მაგიდაზე. მათი დიდი რაოდენობით მიღება აუცილებელი არ არის: ერთი-ორი ხილი დღეში თქვენს ნაწლავებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას მისცემს.
კარიერა: თუკი ამგვარი შესაძლებლობა გაქვთ, დაკავდით ქველმოქმედებით: თქვენი დახმარება ახლა ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სარგებლობას მოუტანს მათ, ვისაც დახმარებას აღმოუჩენთ და თქვენც – უახლოეს მომავალში.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენს მეგობართან იკამათოს და სწორედ თქვენ მოგიწევთ მათი პრობლემების მოგვარება. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და საინტერესო დავალება არ არის, მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ, არ გექნებათ: მოგიწევთ შეგუება – აიყვანეთ თავი ხელში და იმუშავეთ მეხამრიდად.

 

 

 

თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენს არტერიულ წნევას. ახლა მისი არასტაბილურობა უამრავ პრობლემას შეგიქმნით. შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ და არ დატვირთოთ ორგანიზმი რაიმე სახის სტრესით.
კარიერა: ხვალინდელი დღე დანაკარგს მოგიტანთ – კატასტროფულს არა, მაგრამ საკმაოდ საწყენს. წინასწარ ნუ ინერვიულებთ. უმჯობესია, იფიქროთ, რითი შეგიძლიათ ზარალის კომპენსირება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან დათმობაზე წასვლა მოგიწევთ, რათა დამშვიდდეს და შეწყვიტოს ნერვიულობა იმ მიზეზზე, რომელიც თქვენ გულწრფელად უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ. კარგი იქნება, თუკი თქვენი გმირული საქციელი თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის არსებული ჭეშმარიტად ღრმა ურთიერთობებისთვის სამაგალითო გახდება.

პოპულარული

"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
დაწერე კომენტარი