26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია-29 ნოემბერი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით. გახსოვდეთ, რომ ხელი არ უნდა მოკიდოთ საქმეს, რომელშიც ცუდად ერკვევით. დღის მეორე ნახევარში ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება პრობლემები ან დაავადება მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის.

კურო

ეს დღე თქვენი ახლობლებისთვის ადვილი არ იქნება. ეცადეთ ბოლომდე პირად ინტერესებსა და საყვარელ საქმეებში არ ჩაეფლოთ. გამონახეთ დრო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის – მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და თქვენს უყურადღებობას განიცდიან.

ტყუპები

სავარაუდოდ, შურიანი ადამიანი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, მაგრამ თავად აღმოჩნდება არახელსაყრელ მდგომარეობაში. გირჩევთ, შურისძიების ცდუნებას არ აჰყვეთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდამ არ გაუშვათ და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ.

კირჩხიბი

სრულიად ჯანმრთელი ხართ, თუ არ ჩავთვლით ზოგად დეპრესიასა და ნერვიულობას. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე. ამ დღეს მოსალოდნელია ცვლილებები და ახალი ნაცნობები, რომლებზეც მალე დამოკიდებული გახდებით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებს.

ლომი

ამ დღეს წარმატება გელით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობების გადაფასებამ შეიძლება უამრავი წვრილმანი თავსატეხი შეგიქმნათ. ასევე საშიშია ზედმეტი თავდაჯერებულობა ან, პირიქით, გაურკვევლობა, რაც პიროვნულ ურთიერთობებზე არასახარბიელოდ აისახება. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოება, ამიტომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია ახალი ურთიერთობებისა და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. სახლის გარეთ, მეგობრებთან ერთად გართობის სურვილი გაქვთ, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამის გაკეთებას არ გირჩევთ. უმჯობესია, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დისტანციურად დაამყაროთ. ეს თქვენს სასიცოცხლო და შემოქმედებით პოტენციალზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი

კრიტიკული დღეა. შეიძლება იმედგაცრუება, უმიზეზო სევდა და გაღიზიანება იგრძნოთ. კონფლიქტის ალბათობა ძალიან დიდია. გირჩევთ, თქვენს უარყოფით თვისებებს – სიჯიუტეს და ანგარებას ახლობლებთან მიმართებაში როგორმე მოერიოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი, გაორებული დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ხალხთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. ამ საუბრის შედეგები შეიძლება ყველაზე მოულოდნელი იყოს. გირჩევთ, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ – ეს სულიერ წონასწორობას მოგიტანთ. სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

მშვილდოსანი

ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას და კომპრომისზე წასვლას შეძლებთ, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. შესაძლებელია, ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროს იშოვით, მაგრამ ამავე დროს ორაზროვან ან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. თქვენი სიჯიუტის გამო ნებისმიერი საქმის შედეგი მოლოდინის საპირისპირო იქნება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და სწორ გადაწყვეტილებებს ის გიკარნახებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების, შემოქმედებითი შეხვედრებისა და თქვენი იდეების განხორციელებისთვის. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან ბიზნესში წინსვლა შეძლოთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლებელია, თქვენი რეპუტაცია ოდნავ შეირყეს.

მერწყული

სიყვარულის, პატიების და მონანიების დღეა. სასურველია, ტაძარში წასვლა. გირჩევთ, ბოდიში მოუხადოთ, თუ ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ. ვარსკვლავები მერწყულ მამაკაცებს ურჩევენ, რომ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმონ. თქვენი უყურადღებობა შეიძლება წვრილმანი ჩხუბის მიზეზი გახდეს.

თევზი

ეს დღე შეიძლება უფროს ნათესავებთან გაუგებრობებმა გაართულოს. ეცადეთ, გონიერება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ. იყავით დამამშვიდებელი და ფრთხილი. გახსოვდეთ ახლობლების რჩევა ზიანს არ მოგყენებთ. ეს დღე არახელსაყრელია უძრავი ქონების შეძენისთვის. ამ დღეს დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს.

დაწერე კომენტარი