26 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა ნიკიფორე

წმიდა ნიკიფორე ონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება. წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.
წმიდა ნიკიფორე
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.

წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება.

წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.

წმიდა მოწამე ალექსანდრე

წმიდა მოწამე ალექსანდრე (+305-311) პრესვიტერი იყო თესალონიკის მახლობლად მდებარე ქალაქ პიდნაში, თავისი ქადაგებით წმიდა მამამ მრავალი წარმართი მოაქცია. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მიერ დაწყებული დევნის დროს წმიდანი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.წმიდა მოწამე ალექსანდრე

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი