
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 25 აპრილს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მიკრო რაიონი, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩა №19ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.