25 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

ბარნოვის ქუჩაძე მოკლული გოგონა, ვეფხია ბაქრაძე.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი სასჯელის რა ზომას გამოიყენებს სასამართლო ბაქრაძის წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თაკო გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, მოკლულის ოჯახი კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ მსხვერპლის შვილებთან, რომლებიც შემზარავ ფაქტს შეესწრნენ, ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს მამინაცვლმა ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა. სასამართლო ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

 

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი