25 წლის ქალის მკვლელობა – შსს ფემიციდის წინააღმდეგ რისკის შეფასების ინსტრუმენტს დანერგავს

ბარნოვის ქუჩაძე მოკლული გოგონა, ვეფხია ბაქრაძე.

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს გენდერის საბჭოზე იმსჯელეს. სხდომაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს.

შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდათოლორაია აცხადებს, რომ ქალთა ძალადობის პრევენციისთვის რისკის შეფასების ინსტრუმენტი ინერგება.

გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცველებისთვის მიმართვა.

„გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი ვინაიდან მოძალადე არის ოჯახის წევრი თავს იკავებენ ოჯახის წევრზე საჩივრის შემოტანისაგან“-აცხადებს თოლორაია.

უმრავლესობაში კანონმდებლობის ცვლილებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

„მუშაობაც გვაქვს დაწყებული, როგორც ფემიციდის ნორმის შემოღებასთან დაკავშირებით საჭირო ცვლილებებზე, ასევე სექსუალური შევიწროების დეფინიციის შემოღებასთან დაკავშირებით. მთავარია, ჩვენ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რაც შეაფერხებს მსხვერპლებს, რომ პოლიცია გამოიძახონ“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი.

“ევროპულ საქართველოს” კი აქვს ინიციატივა, რომელიც მოძალადის დაუყოვნებლივ დაკავებას გულისხმობს.

პარტია ასევე მოითხოვს, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდეს.

„აუცილებელია კანონმდებლობის კუთხითაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის როგორც პასუხისმგებლობის გამკაცრება ასევე მექანიზმების დახვეწა“-აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი გიორგი ტუღუში.

აღსრულების მექანიზმის ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

„ის რომ ფემიციდის კვალიფიკაცია შევიდეს კანონმდებლობაში ამას არასამთავრობო სექტორი ითხოვს დიდი ხანია და ჩვენს ვეთანხმებით ამ ინიციატივას. სამწუხაროდ ხელისუფლება ფეხს ითრევდა და ეს არ განახორციელა. როდესაც შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას კრიმინალთან, რა თქმა უნდა, ასევე მატულობს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ“-აცხადებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინა ბოკუჩავა.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
ირანი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
დაწერე კომენტარი