25 წლის ქალის მკვლელობა – მომხდარის პროვოცირებაში ბრალდებული ბაქრაძის შვილები მოკლულის დედას ადანაშაულებენ

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.

შავი ჩაი ასკილით

ბრალდების ინფორმაციით, ბაქრაძემ საკუთარი გერი, თამარ გამრეკელაშვილი ორი დღის წინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას, მოკლულის ოჯახი კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ბაქრაძესთან ერთად დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. როგორც ცნობილია, გერის სასტიკი მკვლელობის შემდეგ  ბაქრაძემ შემთხვევის ადგილი დატოვა და ის სოფელ თელეთში ნათესავის სახლში იმალებოდა.

სასამართლოს ბრალდებულის ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ვეფხვია ბაქრაძის შვილს ლიკა ბაქრაძეს მამის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, თუმცა მას კითხვები აქვს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით.

ლიკა ბაქრაძე ფიქრობს, რომ დანაშაულის პროვოცირება მოკლული გამრეკელაშვილის დედამ მოახდინა.

„ჩადენილი აქვს და ვეთანხმები. ამას ტყუილად არ გააკეთებდა და მიზეზი მინდა გავიგო, თუ რა არგუმენტები მოაქვს თავის გასამართლებლად იმ ქალბატონს.

ვიცი, რომ თაკო იყო მათი ურთიერთობის წინააღმდეგი და მე ვეთანხმები თაკოს,“-ამბობს ბაქრაძე.

ლიკა ბაქრაძის თქმით, მას ასევე აინტერესებს, რა გახდა თამარ გამრეკელაშვილისმკვლელობის მიზეზი, მაშინ, როცა მისი ინფორმაციით, მისი მამა და მოკლულის დედა ერთად ცხოვრობდნენ და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ხელიც კი მოაწერეს. ბაქრაძე ამბობს, რომ არ სჯერა ნათია გობაძის, რომელიც ამბობს, რომ ქორწინების გაფორმება მას ბრალდებულმა აიძულა.

შეგახსენებთ,რომ ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვალმა 25 წლის გოგონა მოკლა.მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი