24 წლის ქართველმა ბიჭმა სიკვდილის შემდეგ თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა

თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლილ­მა 24 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ თა­ვი­სი ორ­გან­ოე­ბის გა­და­ნერგვით თურ­ქე­თის ხუთ მო­ქა­ლა­ქეს სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპლან­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა გია თო­მა­ძემ გვი­ამ­ბო: – დღეს მსოფ­ლი­ო­ში, ძი­რი­თა­დად, ექ­ვსი ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა. ეს ორ­გა­ნო­ე­ბია: თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, გული, ფილ­ტვი, პანკრე­ა­სი და ნაწ­ლა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ორი ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვა ხდე­ბა – თირკმლი­სა და ღვიძ­ლის.

გა­და­სა­ნერ­გი ორ­გა­ნო­ე­ბის ორი წყა­რო­ არ­სე­ბობს: დო­ნო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ცოცხ­ალი ან გარ­დაც­ვლი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვა­მუ­რი დო­ნა­ცია არ წარ­მო­ებს და­ა­მას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი­ აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­მა უნდა გა­ნა­ცხა­დოს თან­ხმო­ბა, ამ სა­კი­თხის მი­მართ კი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა არც ისე­თი პო­ზი­ტი­უ­რია.

23-25 ივ­ლისს სტამ­ბოლ­ში ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­სა და დო­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რი ჩა­ტარ­და, რო­მელ­ზეც ლექ­ტო­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი. მკი­თხეს, რა­ტომ არ ხდე­ბა­ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­აო? ვუ­თხა­რი, ერთ-ერთი პრობ­ლე­მა ფი­ნან­სე­ბია, მე­ო­რე კი – მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ შე­კი­თხვის ავ­ტორ­მა მამ­ცნო, რომ აპ­რილ­ში თურ­ქეთ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად 24 წლის საქა­რთვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ გარ­დაც­ვლი­ლა (ვინა­ობის გამ­ხე­ლა­ არ შე­იძ­ლე­ბა. დო­ნო­რის ახლ­ობ­ლე­ბი და რე­ცი­პი­ენ­ტი ერ­თმა­ნეთს არ უნდა იც­ნობ­დნენ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბის გამო).­ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა თა­ვის ტვი­ნის სიკ­ვდილ­მა გა­მო­იწ­ვია, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი გუ­ლის­ცე­მა­ გარ­კვე­უ­ლი ხნით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და თა­ვის ტვი­ნის გარ­და, სის­ხლი სხვა ორ­გა­ნო­ებს მი­ე­წო­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­სა­ნერ­გად უფრო ვარ­გი­სია, ვიდ­რე გუ­ლის­ცე­მა­შე­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ამო­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. თურ­ქუ­ლი კლი­ნი­კა და­უ­კავ­შირ­და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს სა­ქარ­თვე­ლო­ში და სტამ­ბოლ­ში მი­იწ­ვია. თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რებ­მა გვა­მურ დო­ნა­ცი­ა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, მაგ­რამ მას მერე, რაც მათ აუხ­სნეს, რომ თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხუთ ადა­მი­ანს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­დნენ სი­ცო­ცხლეს, და­თან­ხმდნენ. შე­დე­გად, თურ­ქე­თის ხუთ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გული, ფილ­ტვი, ორი თირკმე­ლი და ღვიძ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი­ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვთ, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნახ­მა არი­ან, მათი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ გა­და­სა­ნერ­გად, თუმ­ცა, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­სა­ღე­ბია…იხილეთ სრულად ambebi.ge

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი