7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
მძიმე დღეა, რომელიც იმედგაცრუებას მოგიტანთ, თუ საკუთარი პოზიციების გამტკიცებაზე არ იზრუნებთ და ინიციატივას არ გამოიჩენთ. მოსალოდნელია წინააღმდეგობა, რომელიც ახალ ადგილზე დამკვიდრებას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება. საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამის საშუალება მოგეცათ, ეცადეთ, განმარტოვდეთ.

კურო
წარმატებული და იმედისმომცემი დღეა. არავითარი წინააღმდეგობა, უსიამოვნება და პრობლემა. ყველაფერი გამოგივათ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ქალები ეფექტურად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და ახალ თაყვანისმცემელს იპოვიან. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ეცადეთ, საკუთარი ემოციები მოთოკოთ – გაითვალისწინეთ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება ბევრი ტკივილი მოგაყენოთ.

ტყუპები
ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. არავითარი დაბრკოლება და უსიამოვნება არ გელით და ყველაფერი წარმატებით დასრულდება, რასაც ხელს მოჰკიდებთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ ძვირად ღირებული შენაძენისგან ჯერჯერობით თავის შეკავებას გირჩევთ. ქალებს ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით, რომელიც ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება. მამაკაცებს შეიძლება ნაკლებად გაუმართლოთ – სავარაუდოდ, ახალი რომანი უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

კირჩხიბი
წარმატებული დღეა. სიყვარული გაბედნიერებთ, შემოქმედება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ და შვილების წარმატებით ხარობთ. გირჩევთ, შეხვედრებსა და გართობაზე დიდი დრო არ დაკარგოთ და საკუთარი თავის რეალიზებაზე იზრუნოთ.

ლომი
მძიმე და პრობლემებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მოკრძალებული პოზიცია გიკავიათ, ვიდრე იმსახურებთ. მოსალოდნელია წინააღმდეგობა, რომელიც კარიერულ წინსვლას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება.

ქალწული

ჰარმონიული დღეა. თავს მშვიდად და გაწონასწორებულად გრძნობთ, მიჰყვებით ტრადიციებს და საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით. ამ დღეს იოლი საქმეების კეთება გიწევთ, ამიტომ დღის ბოლოს დაღლილობას ვერ იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობა შეიქმნას.

სასწორი
ამ დღეს შეგიძლიათ, რეალურად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შენაძენისა და ინტიმური შეხვედრისთვის, თუმცა ოცნებების კოშკების აგებას ნუ იჩქარებთ. სავარაუდოდ, ეს რომანი იმედგაცრუებასა და ტკივილს მოგიტანთ.

მორიელი
ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათო დღეა. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ – ნებისმიერი ნაკაწრი შეიძლება პრობლემად იქცეს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადეთ და დაიძინეთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი და წარმატებული დღეა პროფესიული საქმიანობისთვის, კარიერისა და პირადი ცხოვრებისთვის. ქალებს ახალი გატაცება და მსუბუქი ფლირტი ელით, რომელიც ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, თქვენთვის დამახასიათებელმა იდეალიზმმა შეიძლება თაყვანისმცემლის ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. მამაკაცებს ვურჩევთ, ემოციები მოთოკონ და პარტნიორის კრიტიკა შეამცირონ.

თხის რქა
ეს დღე კოსმიური ენერგიის ათვისებას, სიყვარულის მოპოვებასა და შენდობას უკავშირდება. თხის რქების უმეტესობას ტრადიციების მიმდევრობა და საყოველთაოდ მიღებული ნორმების პატივისცემა ახასიათებთ. ეს დღე ხელსაყრელია ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, ოჯახური ურთიერთობებისა და ძვირად ღირებული შენაძენისთვის.

მერწყული
ეს დღე საქმიანი და შემოქმედებითი აქტიურობისთვის შესაფერისია. სავარაუდოდ, საქმიანობის დროს წინააღმდეგობა არ შეგხვდებათ და მიზნის მიღწევას ადვილად შეძლებთ.

თევზები
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. პარტნიორების დარწმუნებას მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას ადვილად შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებას იწყებს. საკუთარი თავის რწმენას ნელ-ნელა კარგავთ და თავს უსარგებლო ადამიანად გრძნობთ. სავარაუდოდ, განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.

დაწერე კომენტარი