24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

​თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება მოქალაქესა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

ამ წუთებში სამართალდამცველებს ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
დაწერე კომენტარი