23.01 გაზმომარაგების შეზღუდვა – ნაძალადევის რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  სამშაბათს,  24  იანვარს,  11:00  საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება   ნაძალადევის  რაიონში, ლოტკინის დასახლება – წერონისის ქუჩა #167-ის მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00  საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“  ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი