23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით არის მოკლული- ახალი დეტალები

23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით არის მოკლული Read more at https://www.primetime.ge/news/1539335183-23-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-EXCLUSIVE#qXbzVDeyZGgtxtSA.99

საბერძნეთში  ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, ექსპერტების პირველადი ინფორმაციით, სოფო წიკლაური მოკლულია. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“სანამ გამოძიება არ დამთავრდება, წინასწარ არავინ არაფერს არ ამბობს. მაგრამ ქართველმა ემიგრანტამ გოგონებმა ექსპერტისგან პირველადი ინფორმაცია მოისმინეს – გოგონა მოკლულია. ტელეფონის დამტენის შნურით არის დამხვრჩვალი. სოფო მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად.  ჰყავს მეუღლე, რომელიც საბერძნეთში ქურდობისთვის არის დაკავებული. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს გარდაცვილილი გოგონას დედაც, თუმცა სოფოს დედასთან კონტაქტი არ ჰქონდა. სოფო რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, ის გიჟი დედა იყო, შვილს სულ თვალებში შესციცინებდა და თავს არ მოიკლავდა”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ქართველმა ემიგრანტმა.
პრაიმტაიმი

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი