31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. სამყარო არ შეცვლილა. უბრალოდ, თქვენი სული აივსო რომანტიკით. ასეთი განწობა აისახება სამუშაოზეც. თქვენ იგრძნობთ შემოქმედებითი უნარების მოზღვავებას და სრულყოფილებისკენ წადილს. ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე. გაიძულებთ უფრო აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროთ, რაც თავის მხრივ, ძალიან კარგია.

კურო. დღეს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს. მოუწვეთ საკუთარ თავს დასვენება თუ გრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

ტყუპები. ეს დღე აქტიური მუშობისთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და ორიენტირებას მოახდენთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. პრობლემები, რომლებიც თვეობით იწელებოდა, დღეს მარტივად და სწრაფად გადაწყდება. თუ საღამოს რმანტიკული შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, დიდი ალბათობით ის ხელის თხოვნით დასრულდება.

კირჩხიბი. ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაგატყდებათ თავს. თქვენ ორჯერ მეტს შეიძენთ ვიდრე გაქვთ და არაფერს დაკარგავთ.

ლომი. სულიერებისა და ხელოვნების დღეა. რაც შეეხება ფულს, ბიზნესსა და კარიერას, თქვენზე ბევრი რამ არაა დამოკიდებული. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში სახლის საქმეებით დაკავდებით, შეივლით მაღაზიებში, ეთამაშებით ბავშვებს.

ქალწული. ზოგიერთი ქალწული საინტერესო ფინანსურ წინადადებას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გაგიზრდით კაპიტალს. ძალიან კარგი დღეა რომანტიკულ შეხვედრაზე წასასვლელად, ასევე შინაური ცხოველის შესაძენად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დღეს მოგიტანთ უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტებს.

სასწორი. წვიმა და ნესტი საერთოდ გამოგიყვანენ წყობილებიდან. ჯანმრთელობის გაუარესებას იგრძნობთ. აუცილებლად შეირეთ ექიმთან. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც სეიძლება დღეს გააკეთოთ, არასდროს გადადოთ ხვალისთვის.

მორელი. სული ბევრ რომანტიკასა და სინაზეს მოგთხოვთ. ერთსაც და მეორესაც ნახავთ იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღე სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში გხვდებათ. ჯანმრთელობის გაფრთხილებსი მიზნით ერიდეთ ექსტრემალური სპორტის სახეობებს.

მშვილდოსანი. კარგად მოფიქრებული გეგმის რეალიზების დროა. იმოქმედეთ თამამად მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და უნდობლობა ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო სასაუბრო დღეისთვის – სიყვარულზეა. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.

თხის რქა. შეეცადეთ დღეს თავი შეიკავოთ ძლიერი ემოციებისგან, რაც მთლიანად შეგიპყრობთ და გამოუსწორებელ შეცდომას დაგაშვებინებთ. ნუ გააფორმებთ მოლაპარაკებებსა და მნიშვნელოვან საბუთებს. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გამოიჩინეთ კეთილგონიერება და მოთმინება. წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანთან ჩხუბი მოგივათ.

მერწყული. წარმატებული დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. თქვენი გამარჯვების გასაღები თქვენსავე კეთილსინდისიერებასა და შემწყნარებლობაშია. ამ დღეს შეძლებთ ხელმაღვანელებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხნის წინ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან.

თევზები. თევზებს მოუწევთ დღეს სხვების ნაცვლად მოაგვარონ პრობლემები. თქვენი ჩარევა და კარგი რჩევები დაიხსნის სხვებს შეცდომებისაგან. მეგობრები აუცილებლად მადლობით გადაგიხდიან ამ საქციელს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი