23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური

ვერძი
სავარაუდოდ, თქვენი პროფესიონალიზმი და ხანგრძლივი შრომა სათანადოდ დაფასდება, რაც კოლეგებისა და ადმინისტრაციის აღიარებას და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, უფროსობასთან აზრთა სხვადასხვაობა არ გააღრმაოთ. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ საკუთარი მიზნები და ნუ ცდილობთ, ყველა საქმეს ერთად გაუმკლავდეთ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

კურო
შესაძლოა, ამ დღეს ზრდასრულმა ადამიანებმა ბავშვების უფლებების შელახვა სცადონ. სამსახურის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ნუ ეცდებით შეფის მოხიბვლას ან მასთან საერთო გატაცებებზე საუბარს, რადგან ამით უფრო გააბრაზებთ. ამ პერიოდში თქვენი ერთადერთი ხსნა ენერგიულ მუშაობაშია.

ტყუპები
ამჟამად ყველაფერი, რაც ოჯახურ და სოციალურ საკითხებს, კანონთან და ხელისუფლებასთან პრობლემებს ეხება, შენელებულად მიმდინარეობს. გულზე ხელების დაკრეფას ჯობს, ყველა კარზე დააკაკუნოთ და ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯოთ.

კირჩხიბი
თვის მეორე ნახევარი შესაფერისია გაცილებით კონსტრუქციული სამუშაოსთვის, თუმცა პარტნიორებთან ურთიერთობა ისევ დაძაბული დარჩება. ნუ მოუსმენთ იმ ადამიანების ეჭვებსა და ვარაუდებს, რომლებიც ვალდებული არიან, მხარი დაგიჭირონ.

ლომი
დაძაბული, ნერვიული და ქაოსური დღე გელით, ამიტომ შესაძლოა, თქვენი ქცევაც არაადეკვატური იყოს. ბევრი შეხვედრა გადაიდება, ტრანსპორტი პრობლემებით იმუშავებს და მოსალოდნელია უამრავი ავარია. ამ დღეს ინტუიცია საუკეთესო მრჩეველი იქნება. თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში.

ქალწული
გულმოდგინე შრომა ხვალინდელი დღის რწმენით აგავსებთ. თქვენი სერიოზულობა მოჩვენებითია. სინამდვილეში, გართობისა და ცვლილებებისთვის მზად ხართ. სანამ კარდინალურ ცვლილებებს განახორციელებთ (სულ ერთია, ეს სამსახურის შეცვლა იქნება თუ თმის ფერის), კარგად დაფიქრდით.

სასწორი
ვარსკვლავები კრიტიკულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, შესაძლოა, რეალობად იქცეს. თქვენში გაიღვიძებს ცხოველური ენერგია, რომლის შეკავება საკმაოდ რთული აღმოჩნდება. აკონტროლეთ საკუთარი აზრები და სერიოზული საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ.

მორიელი
პლანეტების განლაგება მორიელებზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაძლოა, ახალი პროექტების განვითარებაში და საჭირო კონტაქტების დამყარებაში ხელი შეგეშალოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას ბიზნესსა და შემოქმედებით პროექტებში.

მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი ფინანსური მიზნის შესასრულებლად, თუნდაც დიდი თანხის დასაბანდებლად, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. თუმცა, დაბანდებული ფულიდან რამდენად სწრაფად ნახავთ მოგებას, ამას ვარსკვლავები ვერ გკარნახობენ. არ ღირს ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა „მარტივი“ ფულის ძიებაში.

თხის რქა
თუკი თქვენი საქმიანობა შემოქმედებით სფეროს უკავშირდება, ეს დღე წარმატების მომტანი აღმოჩნდება. მაგრამ, ამავდროულად, სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, ნაკლები დრო გაატაროთ სარკესთან, რათა საკუთარი თავი არ გათვალოთ. დამშვიდდით, მაჯები აიკაპიწეთ და საქმეს შეუდექით.

მერწყული
ეს დღე შესანიშნავია სწავლისთვის, რისთვისაც თქვენც მზად ხართ. ახალ ცოდნას მარტივად დაეუფლებით, მთავარია, საგანმა დაგაინტერესოთ. შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაგიტაცოთ მეცადინეობამ, თანაც, ყველა სფეროში პირველი იყოთ. შეეცადეთ, მოთმინება მოიკრიბოთ და ცოდნის მიღების დროს მხოლოდ სწავლაზე იფიქროთ.

თევზები
ზამთრის ბოლო კვირა თევზებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდება. შესაძლოა, ძველმა, დაუსრულებელმა საქმეებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. შეეცადეთ, გადადებული საქმეები წარმატებით შეასრულოთ და დაუფიქრებელი შეცდომები არ დაუშვათ.

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი