22 წლის გოგონამ 17 წლის დას 189 ჭრილობა მიაყენა- თვალები ამოთხარა და ყურები მოაჭრა

დები

mirror-ის ინფორმაციით რუსეთში ახალგაზრდა გოგონამ თავისი და სასტიკი წამებით მოკლა – თვალები ამოთხარა და ყურები მოაჭრა. 22 წლის ელიზავეტა დუბროვინა ბრალდებულია თავისი 17 წლის დის, სტეფანიას მკვლელობაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება .

სტეფანია პეტერბურგში შეყვარებულის სახლში იპოვეს გარდაცვლილი – მას სხეულზე 189 ჭრილობა აღენიშნებოდა.

ელიზავეტა უარყოფს დანაშაულს და ბრალს დებს თავისი დის 44 წლის შეყვარებულს, ალექსეი ფატეევს, რომლის ბინაშიც მოხდა მკვლელობა. მამაკაცმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო ყოველგვარი ჩართულობა აღნიშნულ დანაშაულში. მისი თქმით, მას შემდეგ, როცა მან მაღაზიაში ღვინო იყიდა და სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა საზარელი ფაქტი, რა დროსაც შეაკავა ელიზავეტა და არ გაუშვა მანამ, სანამ პოლიციელები არ მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე.

სასამართლოს განცხადებით გოგონას 189 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავში, ყელზე, კისრის მიდამოებში, მხარსა და ფეხებზე. არადამიანური ფაქტის განხორციელებისას ელიზავეტამ დას ყური მოაჭრა და რამდენიმე ნაწილად დაანაწევრა, შემდეგ კი თვალის გუგები ამოუღო.

წყარო: ნიუპოსტი

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი