“22 წელიწადში – რაჭა, 39 წელიწადში იმერეთი გაუკაცრიელდება”

სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 წელია, საქართველოს მოსახლეობა მუდმივად იკლებს და, თუნდაც მარტო ბოლო ორი საყოველთაო აღწერის მიხედვითაც, 2002 წლიდან 2014 წლამდე, ანუ 12 წელიწადში 600 000-ითაა შემცირებული. შედეგად დღეს საქართველოს მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 3,7 მილიონს.

დემოგრაფები კიდევ უფრო მძიმე მომავალს პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ კლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება, წლიდან წლამდე შობადობა კიდევ უფრო დაიკლებს და დიდია ალბათობა, რომ 22 წელიწადში რაჭა მთლიან გაუკაცრიელდეს, 39 წელიწადში კი გაუკაცრიელდეს იმერეთი, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა მომდევნო 40 წელიწადში 3 მილიონ ადამიანზე ქვევითაც ჩამოვიდეს.

წლების წინ საგანგაშო პროგნოზი გამოაქვეყნა გაერომაც. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3,3 მილიონამდე შემცირდება.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ გაეროს პროგნოზი წლების წინანდელია, თუმცა ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, დღეს უკვე დამდგარია, ქვეყანაში დღეს უკვე გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა და 2050 წლისთვის ბევრად უფრო ცოტა ვიქნებით, ვიდრე გაერო პროგნოზირებდა.

“მოსახლეობა იკლებს და ტენდენცია გაგრძელდება. პრობლემაა ძალიან დიდი, ინტენსიური ემიგრაცია და შობადობის შემცირება. შობადობა დაიკლებს მომავალ წლებშიც, რაც უნდა ღონისძიებები გავატაროთ შობადობის წასახალისებლად.

“ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 1980-90-იან წლებში, ანუ 10 წელიწადში, დაიბადა 455 000 გოგონა, ხოლო 2000-იან წლებში, ისევ 10 წელიწადში, დაიბადა 236 000 გოგონა. ახლა ეს 236 000 გოგონა შედის დედობის ასაკში და, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებ ბავშვს დაბადებს, ვიდრე 455 000 გოგონა. ამიტომ კიდევ უფრო შემცირდება შობადობა.

“ასევე, გაეროს პროგნოზით, უფრო სწორად, ეს ჩვენგან გაგზავნილი ანგარიშია, 2050 წლისთვის 3,3 მილიონამდე შემცირდება საქართველოს მოსახლეობა, ფაქტობრივად კი, ეს მაჩვენებელი უკვე დღეს გვაქვს. ეს პროგნოზი გამოითქვა 2008 წელს, გავიდა სულ რაღაც 10 წელი და ასეთი შედეგი უკვე დაგვიდგა.

“2050 წლამდე კიდევ 32 წელიწადია დარჩენილი და ამ 32 წელიწადში თუ რამე არ ვიღონეთ, საგანგებო ღონისძიებები არ გავატარეთ, ქართველებით დასახლებული უმრავლესი რეგიონი გაუკაცრიელდება, თბილისის გარდა”, – ამბობს თოთაძე.

ცნობისათვის, სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში შობადობა მუდმივად იკლებს. მაგალითად: 2015 წელს დაიბადა – 59 249 ბავშვი; 2016 წელს – 56 569, ანუ 2 680 ახალშობილით ნაკლები; 2017 წელს დაიბადა – 53 293, ანუ 3 276 ახალშობილით ნაკლები.

 გუშინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. საქსტატი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. ამასთანავე, პრობლემაა ისიც, რომ 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც და შობადობამ იკლო.

2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 14 წლამდე ასაკის ბავშვი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5%-იდან გაზრდილია 14.6%-მდე.

საქსტატის ცნობით, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება გამოწვეულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებით და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ასევე, 1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული გადაანგარიშების მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი.

საქსტატის მონაცემებით, 2002 წელს საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 4.3 მილიონი იყო, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი – 3.7 მილიონი. ამდენად, 12 წელიწადში მოსახლეობა 600 ათასი ადამიანითაა შემცირებული. რიცხვებს შორის დიდი განსხვავება იმის გამო დადგინდა, რომ 2014 წლამდე მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი არასწორად ითვლებოდა. საუბარია იმაზე, რომ 2014 წელს მოსახლეობის რაოდენობა 4.3 მილიონზე ნაკლები იყო, ვიდრე ეს აღწერამ აჩვენა.

დემოგრაფ ანზორ თოთაძის თქმით, “მოსახლეობის აღწერა იყო 2014 წელს, იყო 2002 წელსაც, ახლა კი ამბობენ, თითქოს 2002 წლის აღწერა სწორი არ იყო და გადაანგარიშება ხდება, მაგრამ ეს არ არის მართებული, რადგან დღევანდელ სურათს წლების წინანდელი აღწერის ცდომილება არ ცვლის და თუ რაღაც საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა, 40 წელიწადში თითქმის ყველა რეგიონი დაცარიელდება”.

 

“პრობლემა ისაა, რომ მთელ რეგიონებში გარდაცვლილთა რიცხვი სჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას. იმერეთში ბოლო წლებში 1200-1300-ით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ასევეა რაჭაში, გურიაში, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში.

“მაგალითად, რაჭა დაცარიელდება ყველაზე მალე, 22 წელიწადში. ყველაზე მეტი მატება არის თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. დანარჩენ რეგიონებში ყველგან დაბალია შობადობა – რაჭა-ლეჩხუმში, განსაკუთრებით იმერეთში, გურიაში, რაჭაში.

“ოფიციალურ მონაცემებს გეუბნებით. მაგალითად, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმში ცხოვრობდა 51 000 კაცი, 2014 წელს კი – 32 000 კაცი, ე.ი. 13 წლის განმავლობაში მოსახლეობა თითქმის 19 000 კაცით შემცირდა.

“გამოთვლებით, თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა და რაიმე საგანგებო ღონისძიებები არ დავაწესეთ, რაჭა გაუკაცრიელდება 22 წელიწადში, იმერეთი გაუკაცრიელდება 39 წელიწადში. უკვე დემოგრაფიული ზამთარია დამდგარი”, – ამბობს თოთაძე.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ფინანსთა მინისტრის შეთავაზება ხორბლის გადამზიდავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - აქცია გრძელდება და ხელისუფლებას ვადა ოქტომბრამდე აქვს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი