22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
გირჩევთ, ეს დღე სამუშაო ტერიტორიის დალაგებას დაუთმოთ. შესაძლოა, თქვენმა შეფმა თანამშრომლების არაფორმალურ ვითარებაში დაახლოების მიზნით, მინიშაბათობაც კი მოაწყოს. თქვენ და თქვენს კოლეგებს გაერთიანება ნამდვილად გამოგივათ, მაგრამ ეს ის კორპორაციული სულისკვეთება არ იქნება, რაზეც შეფი ოცნებობდა. ეს უფრო პროტესტია, რომ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მეეზოვეებად და დამლაგებლებად გაქციეს.

 

კურო
ამ დღეს რომანტიკულ ატმოსფეროში გაატარებთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, რომელიღაც გასართობ ღონისძიებაზე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობის პიკს მიაღწევთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ამდენი ახალი ნაცნობობიდან რომელიმე ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება, რადგან გარშემო ქარაფშუტა ადამიანები გახვევიათ. თუმცა, თუ მსუბუქ ფლირტსა და ინტრიგებზე ოცნებობთ, ეს აუცილებლად გამოგივათ.

 

ტყუპები
ამ დღეს ძალიან რთულ სამსახურებრივ პრობლემას გადაჭრით, რომელიც მგზავრობას ან მივლინებას უკავშირდება. გზაში იმდენად დიდ დროს ატარებთ, რომ საღამოს არაფრის ძალა არ გაქვთ, ამიტომ გირჩევთ, უარი თქვათ მეგობრებთან ერთად გამგზავრებაზე, რომლებიც ხმაურიანი წვეულების მოწყობას აპირებენ. უკეთესი იქნება, თუ მათ ღონისძიებას დივანზე წამოწოლილი, ვიდეოკავშირით მიადევნებთ თვალს.

 

კირჩხიბი
ამ დღეს მხოლოდ გონიერება და საღად აზროვნება დაგიცავთ სამსახურებრივი ხასიათის უსიამოვნებებისგან. ცუდია, როცა მაღალი კლასის სპეციალისტი ინტუიციით ხელმძღვანელობს. მით უმეტეს, რომ უფროსისთვის ინტუიციურად დაშვებული შეცდომის მიზეზების ახსნა გაგიჭირდებათ. შეეცადეთ, „მეექვსე გრძნობა“ საღამომდე მაინც გააჩუმოთ.

 

ლომი
ამ დღეს საკუთარ თავს საუკეთესო მოსწავლის როლში წარმოაჩენთ. თქვენს სამსახურში მიიღებენ დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც მალე დაუმეგობრდებით და ის თქვენი ბრძენი დამრიგებელი გახდება (თანაც მხოლოდ სამსახურებრივ საკითხებში არა) საღამოს ერთად წახვალთ ეგზოტიკურ რესტორანში ან კულტურულ ღონისძიებაზე, რაც საუკეთესო ემოციებით აგავსებთ.

 

ქალწული
ამ დღეს სამსახურებრივ საქმეებს წუთითაც არ უნდა მოსწყდეთ. გათიშეთ მობილური ტელეფონი, რომ ახლობლების ზარებმა და სმს-მა მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ. რთულ პროექტს თავს ღირსეულად თუ გაართმევთ, ჩათვალეთ, რომ დაწინაურება გელით. ეცადეთ, საღამოს დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ და კინოში ან ისეთ გასართობ ადგილზე წახვიდეთ, სადაც ალკოჰოლის მიღება არ მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ალკოჰოლი ცუდ სამსახურს გაგიწევთ.

 

სასწორი
ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავს შეიკავებთ. მოგეჩვენებათ, რომ გარშემო ყველა თქვენს ცხოვრებას განიხილავს, სწორედ ამიტომ გადაწყვეტთ ხალხისგან იზოლირებას, ახლობლებისგანაც კი. მარტოობა არ გაწყენთ, პირიქით, სასარგებლოდ წაგადგებათ. ყველაფერს გააანალიზებთ, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა და მიხვდებით, რატომ დაკარგეთ ცხოვრებაში სიმშვიდე.

 

მორიელი
ავადმყოფი ნათესავისთვის ბევრი წამლის ყიდვა მოგიწევთ. პრინციპში, ამ ადამიანზე ზრუნვა თქვენთვის დღის ძირითადი მიზანი გახდება და ყველა სხვა საქმეს დროებით გადადებთ. საღამოს თქვენი ნათესავი თავის უკეთ იგრძნობს, თუმცა მის მარტო დატოვებაზე მაინც უარს იტყვით. ამ ადამიანისთვის საუკეთესო საყრდენი გახდებით და მას განკურნებაში თქვენთან კომუნიკაციაც დაეხმარება.

 

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ კოლეგებთან გულწრფელ საუბრებს. ეს ადამიანები ცდილობენ, გაიგონ თქვენი პირადი პროექტის შესახებ, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ. იმისთვის, რომ რამე არ წამოგცდეთ, ნებისმიერი დიალოგი სხვა თემაზე გადაიტანეთ. საკუთარი პროფესიონალური გეგმების სხვებთან განხილვა, ოჯახთანაც კი, არ ღირს. ჯერ ერთი, არავინ დაგიჯერებთ, მეორე – ამ გეგმებს თქვენი ოჯახის წევრები ვერ გაიგებენ, რადგან თქვენს პროფესიაში არაკომპეტენტურები არიან.

 

თხის რქა
ამ დღეს თხის რქებს რომანტიკული და ამაღელვებელი საღამო ელოდებათ, რომელსაც მეორე ნახევარი მოუწყობთ. თქვენი საყვარელი ადამიანი გაიხსენებს, რომ ხვალ თქვენი წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რისთვისაც მზადებას დაიწყებთ. ამ სამზადისსა და სიჩქარეში საჩუქრის ყიდვასაც მოასწრებთ, მაგრამ თქვენი საჩუქარი ვერც კი შეედრება იმ სიურპრიზს, რომელიც მეორე ნახევრისგან გელოდებათ.

 

მერწყული
მერწყულებისთვის ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანი მოვლენების გარეშე ჩაივლის. როგორც კი სამუშაო კვირის ბოლო დღე დასრულდება, სტუმრად საუკეთესო მეგობართან წახვალთ, რომელიც კაფეში წასვლას შემოგთავაზებთ, რასაც უსიტყვოდ და დიდი სიამოვნებით დასთანხმდებით. მოინახულებთ რამდენიმე გასართობ ადგილს, გაიცნობთ რამდენიმე ახალ ადამიანს და სახლში გამთენიისას დაბრუნებულს, დაღლილობისგან ფეხზე დგომა გაგიჭირდებათ.

 

თევზები
თევზები ხვალ საკუთარ კონკურენტს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ. ეს ადამიანი გააცნობიერებს, რომ მისთვის ძლიერი მოწინააღმდეგე ხართ და თქვენი დამარცხება შეუძლებელია. პირად საქმეებში ჯერ ადრეა გამარჯვებაზე ფიქრი. ადამიანი, რომლის ინტერესის გამოწვევაც გსურთ, ძველებურად, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს და თქვენს მინიშნებებს ყურადღებას არ მიაქცევს. ეს არ არის წაგება, ამიტომ სამომავლო ნაბიჯებზე უარის თქმა არ ღირს.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი