16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ის ვერძები, რომლებისთვისაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო არ არის, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ ჩვეული რაციონიდან ნებისმიერი გადახვევა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა: მეგობრებზე უკეთ ამჟამინდელი პრობლემების მოგვარებაში ვერავინ დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე რჩევა ჰკითხოთ: სამსახურებრივი საკითხების მოგვარებიდან, კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებამდე. მთავარია, არ შეშინდეთ. 
სიყვარული: 
სევდა მოგეძალათ? შეგიძლიათ, ის საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. უბრალოდ, ხელი ჩაკიდეთ, შუბლზე აკოცეთ და ყველაფერს მიხვდება. გაინაწილეთ სევდა და იოცნებეთ ერთობლივ, შესანიშნავ მომავალზე.

 


კურო

ჯანმრთელობა: თქვენს კუჭს რომ ლაპარაკი შეეძლოს, უამრავ პრეტენზიას გამოთქვამდა იმ საკვებთან დაკავშირებით, რომელსაც მიირთმევთ. გაითვალისწინეთ და ეცადეთ, ასიამოვნოთ. 
კარიერა: 
ეცადეთ, რომ თქვენსა და ხელმძღვანელობას შორის გაუგებრობა არ წარმოიქმნას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას კოლექტივში გაჩენილ წვრილმან უსიამოვნებებს. დროა, იმ პროექტის დასრულებაზე იფიქროთ, რომელიც დიდი ხნის წინათ დაიწყეთ. ამჯერად, ყველაფერი გამოგივათ. 
სიყვარული: 
თქვენს რჩეულს უჭირს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მის და ასევე, თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ცოტა თუ დაეხმარებით, ამის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, სურვილი იყოს.

 

ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ხასიათი ხშირად და მკვეთრად შეგეცვლებათ. ინტუიციას მიენდეთ და უხასიათობას არ მისცეთ უფლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.
კარიერა: ხედავს, რომ ძალიან გიჭირთ, ამიტომ ახლობელი ადამიანი გადაწყვეტს, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. გამორიცხული არაა, რომ მთელი დღე ამ ადამიანის თავაზიანობისგან გამოწვეული შედეგების გამოსწორებას მოუნდეთ. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, უბრალოდ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. 
სიყვარული: 
ხვალ თავის ხელში აყვანა და მკაცრად გაკონტროლება მოგიწევთ. ეს არცთუ ისე ადვილია, მაგრამ გაცილებით რთული იქნება იმ სიტუაციის გამოსწორება, რომელიც შესაძლოა, თქვენ და თქვენს რჩეულს თქვენივე წინდაუხედაობის გამო შეგექმნათ.       

 

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: პრობლემების მოგვარებაზე ბევრს ნუ იფიქრებთ, რადგან ხვალ ისინი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ხვალამდე დაცდით ძალებსაც დაზოგავთ და ნერვებიც არ მოგეშლებათ. 
კარიერა: 
ამბიციებმა შეგაწუხათ? მათთან ბრძოლას, აჯობებს, სამომავლო მოქმედების დაგეგმვაზე იფიქროთ, რომელიც კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ. სათანადო მომზადების გარეშე, კიბეზე ფეხის შედგმას არ გირჩევთ.
სიყვარული: საოცარ აღმაფრენას გრძნობთ და გსურთ, რომ პირად ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოხდეს. ეცადეთ, ეს განწყობა და აღმაფრენა არ დაკარგოთ, რადგან დიადი მოქმედებებისთვის შესაფერისი დღეა.

 


ლომი
ჯანმრთელობა: 
სწორად და ეფექტურად განტვირთვაში არომათერაპიის სეანსები დაგეხმარებათ. თუ ამას ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლის პირობებში შესანიშნავი იქნება არომატული ზეთებით შეზავებული თბილი აბაზანა.
ბიზნესი: გირჩევთ, ხვალ მოვლენების ეპიცენტრში ტრიალს მოერიდოთ და საკუთარი საქმეებით, მშვიდად დაკავდეთ. დაპირისპირებებსა და ინტრიგებში გარევა არაფერში გჭირდებათ, რადგან შესაძლოა, შეუცვლელი თანამშრომლის რეპუტაცია გაიფუჭოთ. ეცადეთ, მოვლენებს „გვერდიდან“ დააკვირდეთ და ჩარევაზე არც იფიქროთ. 
სიყვარული: 
ხვალ ტექნიკა ყველანაირად ხელს უშლის საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას. მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, ავტობუსები, მანქანები და მეტროც კი თქვენს შეხვედრას ეწინააღმდეგება. ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, შეხვედრა თუ მოახერხეთ, დაუვიწყარი პაემანი გექნებათ.

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ თვალების დაავადებების პროფილაქტიკაზე იზრუნოთ და ყურადღება მიაქციოთ გულის მუშაობას. რჩევა განსაკუთრებით იმ ქალწულებს ეხებათ, ვისთვისაც მსგავსი პრობლემები უცხო არ არის. 
კარიერა: 
მშვიდ გარემოში, წყნარად მუშაობა თუ გსურთ, ხვალ გარშემომყოფთა თვალთახედვის არიდან უნდა გაქრეთ, თორემ მათ გამუდმებულ კითხვებსაა და რჩევებს თავს ვერაფრით დააღწევთ. მშვიდ გარემოში გატარებული რამდენიმე საათი პროდუქტიულად მუშაობის საშუალებას მოგცემთ და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.
სიყვარული: ნუ მოგერიდებათ, კიდევ ერთხელ დაურეკეთ საყვარელ ადამიანს, მოიკითხეთ და შეახსენეთ თქვენი გრძნობების შესახებ. რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა, ეს დღეში ასჯერ გააკეთოთ, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ მოკითხვა მის თვალში გაცილებით აგამაღლებთ. მას კი საშუალებას მისცემს, მეგობრებთან იამაყოს ისეთი განძით, როგორიც თქვენ ხართ.

 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ზურგისა და კისრის არეში ტკივილები იგრძნოთ, ამიტომ, შეეცადეთ, ეს ადგილები ნაკლებად დატვირთოთ. შეძლებისდაგვარად უარი თქვით სპორტსა და ცეკვებზე. აქტიურობა მომდევნო დღეებისთვის გადადეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე მძიმე იქნება. თქვენს თანამშრომლებთან წვრილმანი კონფლიქტები და ხელმძღვანელობის მხრიდან თქვენი ძალისხმევის დაუფასებლობა საქმიანობიდან სიამოვნების მიღებაში ხელს შეგიშლით. შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან ნაწყენი იქნება. მის დამშვიდებას, სწორ გზაზე დაყენებასა და მის ღრუბლიან ცაზე მზის გამონათებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ. შეეცადეთ, ნაზად, ფრთხილად და სიყვარულით იმოქმედოთ – ისე, როგორც მარტო თქვენ შეგიძლიათ.

 

 

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს ორგანიზმში დისბაქტერიოზის განვითარების დიდი რისკია. შეეცადეთ, თავი დაიცვათ ამ პრობლემისგან. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ და დაიცავით დაბალანსებული დიეტა.
კარიერა: ერთსა და იმავე პრობლემაზე დიდხანს ფიქრს ვარსკვლავები არ გირჩევენ. შეეცადეთ, თქვენს საქმიანობაში მრავალფეროვნება შეიტანოთ: დოკუმენტებთან მუშაობის პარალელურად იკონტაქტეთ კლიენტებთან და პარტნიორებთან. ასევე, არ დაგავიწყდეთ შესვენების დროს ჩაისა და ყავაზე გასვლა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი უნებლიეთ გაწყენინებთ. ის არ დაგეგმავს განზრახ თქვენს გულის ტკენას, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად, თავისთავად და მისი სურვილისგან დამოუკიდებლად მოხდება. შეეცადეთ, არ გეწყინოთ: ბოლოს და ბოლოს, თქვენი გაბრაზება მისი მიზანი არ ყოფილა.

 

 

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მშვილდოსნებისთვის ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანონ. ისარგებლეთ ამ მომენტით, რათა ეს ცვლილებები თქვენი ჯანმრთელობის კეთილდღეობაზე აისახოს.
კარიერა: 
დირექტორი შენიშვნებს მოგცემთ და მისთვის პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ. მის ყველა მოსაზრებას უამრავი არგუმენტით უარყოფთ და  ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თქვენი თავისუფალი აზროვნებისთვის შესაძლოა, დაჯილდოვდეთ კიდეც, რადგან დირექტორმა კარგად იცის, როდის ჯიუტობთ და როდის სთავაზობთ მას ეფექტურ წინადადებას.  
სიყვარული:
 თქვენს გრძნობებში გასარკვევად მხოლოდ საყვარელი ადამიანის ტელეფონის ნომერი დაგეხმარებათ. მიუმატეთ მას თქვენი ტელეფონის ნომერი და შეეცადეთ, მიღებული რაოდენობა, ერთის გარდა, ნებისმიერ ციფრზე გაყოთ. რაც უფრო მეტ გამყოფ რაოდენობას აღმოაჩენთ, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ თქვენ ნამდვილად იდეალური წყვილი გახდეთ.

 

 

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თხის რქები ჰიპერაქტიურები იქნებიან. ვერანაირი უგუნებობა ვერ შეგიშლით ხელს დაგეგმილ საქმიანობასთან გამკლავებაში, თუმცა, კარგი იქნება, გახსოვდეთ შესაძლო შედეგების შესახებ. ასე რომ, ზედმეტად ნუ დაიძაბებით. 
კარიერა: 
შეგიძლიათ, დირექტორისგან თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე უფრო კონკრეტული პასუხები მოითხოვოთ: შესაძლოა, ის განზრახ არ გპასუხობთ სრულყოფილად. მისი ქმედებების გარკვეული ახსნა, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, სიტუაციის გარკვევამდე ცოტა ლოდინი მოგიწევთ.
სიყვარული: 
ნუ დაივიწყებთ ხვალ წარსული სიყვარულის შესახებ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ძალიან ეცდებით თქვენი ყოფილი გატაცება არ გაიხსენოთ, ის თვითონ, უცერემონიოდ შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში – საუკეთესო შემთხვევაში ნოსტალგიის ძლიერი ტალღით. ამიტომ მზად იყავით ამგვარი შემოჭრისთვის და მოიფიქრეთ მასთან ბრძოლის მეთოდები.

 

 

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს ორგანიზმს შესაძლოა, მარცვლეული პროდუქტების მიღება დასჭირდეს, ამიტომ არ თქვათ უარი გამომცხვარი გემრიელობების მიღებაზე. მთავარია, ნაკლები შაქრით, რადგან ამ შემთხვევაში არც ორგანიზმს ავნებთ და არც ფიგურას.
კარიერა: ხვალ ნებისმიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, რისთვისაც საკმაოდ დიდ სიმტკიცესა და შრომისმოყვარეობას გამოავლენთ. შეუძლებელია, ამგვარი ენთუზიაზმი თქვენმა ხელმძღვანელობამ არ დააფასოს: უახლოეს მომავალში კარიერული ზრდის პერსპექტივა გაგიჩნდებათ, რაც ძალიან გაგახარებთ.
სიყვარული: ხვალ მერყევი დღე გელოდებათ. დღის მანძილზე ბავშვებთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემები წარმოგექმნებათ. რამდენად წარმატებით გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, დამოკიდებულია იმაზე, საკმარისად გექნებათ თუ არა  თავისუფალი დრო. პრობლემების მოგვარებას თქვენი გადაწყვეტილების მიღების უნარიც განსაზღვრავს. გამორიცხული არ არის, რომ ვინმეს დასჯაც მოგიწიოთ.

 

 

 

თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გარე წყაროებიდან მიიღებთ. ახალი ამბავი თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად იმოქმედებს.
კარიერა: თუკი ვაჭრობის სფეროში მუშაობთ, ხვალ თქვენი დღეა! საკმაოდ დიდ მოგებას ნახავთ, რადგან თქვენი პროდუქციით მოხიბლული კლიენტები, უბრალოდ, არ მოგშორდებიან. ალბათ, მიხვდებით, რომ ხვალ არ უნდა დაისვენოთ.
სიყვარული:
 საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მას ნებისმიერ წუთს შეუძლია, დაგეყრდნოთ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. თუკი მას თქვენი იმედი არ ექნება, თქვენ გვერდით ყოფნის სურვილი გაუქრება.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი