30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
შესაძლოა, ამ დღემ ნეგატიური მოვლენებით დაგამახსოვროთ თავი. მოსალოდნელია შეფთან კონფლიქტი, რის შემდეგაც ფეთქებადი და იმპულსური ვერძები სამსახურის შეცვლაზე დაიწყებენ ფიქრს. მშობლებთან კონფლიქტში მოზარდები სრულიად არაადეკვატურები იქნებიან. გახსოვდეთ, საკუთარი თავის რწმენა წარმატების აუცილებელი პირობაა, ამიტომ იმედს ნუ დაკარგავთ. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ და ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანების ეჭვებს, რომლებიც, წესით, უნდა გეხმარებოდნენ.

კურო
ძალიან გინდათ, რომ თქვენი ოჯახური ურთიერთობების წრე ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობით შემოიფარგლოს, მაგრამ შორეული ნათესავები თქვენს ცხოვრებაში გამუდმებით ერევიან. ამ პრობლემის გადაჭრა მეუღლეს უნდა მიანდოთ. ის ამ საქმეს მშვენივრად გაუმკლავდება.

ტყუპები
ერთად ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით, თუ ორივეს საერთო ინტერესები და მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ. გირჩევთ, გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან და პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები განახორციელოთ.

კირჩხიბი
საქმეებზე ფიქრს წინასაახალწლო დღეებშიც კი ვერ იშორებთ თავიდან. სავარაუდოდ, საქმიან პარტნიორებთან შეთანხმებებს გააფორმებთ, სხვადასხვა მარკეტინგული ხასიათის კვლევებს ჩაატარებთ და აუცილებელ ინფორმაციას მიიღებთ. დროა, ახალი პროექტების განხორციელება დაიწყოთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, საქმეს ახლავე უნდა შეუდგეთ.

ლომი
გამორიცხული არაა, საქმიან პარტნიორებთან კონტაქტები განაახლოთ. შესანიშნავი დროა ქონებრივი და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, ურთიერთობებში ფორმალობებს თავი აარიდოთ.

ქალწული
პარტნიორებთან ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავად აეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი არ გიყვართ, ამ დღეს ბევრი უნდა იხუმროთ და და ყველაფერი გააკეთოთ, რომ ადამიანებს თქვენი კეთილი ბუნება დაანახოთ.

სასწორი
ამ დღეს საინტერესო მოვლენები გელოდებათ. შესაძლოა, სასიამოვნო სიახლე ან სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. ეს დღე შესანიშნავია მეგობრებთან საურთიერთოდ და მრავალმხრივი კონტაქტების დასამყარებლად. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს სახლში თუნდაც ავეჯის გადაადგილება სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

მორიელი
ბავშვებზე პასუხისმგებელი პლანეტების უმეტესობა მეხუთე სახლზე გაივლის, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანა ამ დღეს მოზარდებზე ზრუნვა იქნება. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, ფულის დახარჯვა მოგიწიოთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაგენანებათ თანხები ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებაში, გართობასა და საჩუქრებში.

მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ წარსულს სამუდამოდ დაემშვიდობოთ და მომავლისთვის საიმედო მოკავშირესა და პარტნიორს შეხვდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო ყურადღებიანი კოლეგებთან ურთიერთობის, ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის და ასევე, ახალი საქმიანობის დაწყების დროს.

თხის რქა
შესაძლოა, სიზარმაცემ გძლიოთ, თუმცა, თუკი მოინდომებთ, სიზარმაცესთან ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ რეალობაში ორიენტირება შესანიშნავად შეგიძლიათ, ამიტომ არ გაუშვათ ბედნიერი შანსები ხელიდან. კარიერის არჩევის დროს გახსოვდეთ, რომ თქვენთვის აკრძალულია ისეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც თქვენ მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან. თუკი სამსახურში უსიამოვნო ატმოსფერო შეგექმნათ, სასურველია, სამუშაო შეიცვალოთ.

მერწყული
შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ. არ გამოირიცხება, რომ ზედმეტმა ეგზოტიკურმა დიეტებმა გაწყინოთ. არ ღირს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. ვარსკვლავები გირჩევენ, კვებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ.

თევზები
ამ დღეს ავტორიტეტს აიმაღლებთ. ახალი საინტერესო იდეები და გეგმები გაგიჩნდებათ. დადებული ხელშეკრულებები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. იმოქმედეთ სწრაფად და თავდაჯერებულად, როდესაც საკუთარ საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებთ.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი