6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. მოგეცემათ შანსი შეხედოთ გვერდიდან საკუთარ თავს და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ერიდეთ თქვენთვის უინტერესო ადამიანებთან საუბრებს და ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. დღეს ეს მთელს ენერგიას წაგართმევთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი საყიდლებისას. შეესაძლოა სრულიად უსარგებლოდ დახარჯოთ ფული.

კურო. ამ დღეს ნებისმიერ საქმესთან სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. არ ღირს თქვენი საქმეების ვინმესთვის განდობა. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ კვებისას, რადგან მოწამვლის საშიშროება არსებობს. ასევე არაა რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება.

ტყუპები. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით სიმშვიდის ძიებაში იქნებით, თქვენ მღელვარე მეგობრული და პირადი საუბრები გელით. სანამ მნიშველოვან საქმეს შეუდგებით, მეგობრებს ჰკითხეთ რჩევა. საღამოს დაუთმეთ ყურადღება ოჯახს. ასევე დაუკვირდით საკვებ პროდუქტებს. მოსალოდნელია მოწამვლა.

კირჩხიბი. თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად განვითარდება მოვლენები, მხოლოდ საჭიროა ამით ისარგებლოთ. შეუდექით ახალი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას და ეჭვიც არ შეგეპაროთ წარმატებაში. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და რომენტიკული შეხვედრისათვის.

ლომი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. დღეს მეტი ესაუბრეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს. წადით სადმე ერთად, თქვენ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. მოაწყვეთ ვახშამი ინტიმურ გარემოში. ეს აახლოვებს.

ქალწული. შემოსავალი დასტაბილურდება. თქვენ ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმე არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და ახლობლების დაიმედებას.

სასწორი. ძალიან ყურადღებით იყავით, რადგან თქვენი მოტყუება და შეცდომაში შეყვანა სურთ. აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. სასარგებლო იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტი. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. უმჯობესია საღამო მარტო გაატაროთ.

მორიელი. ამ დღეს უამრავი სიხარული გელით. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა და სახლში კი სიმშვიდე და სითბო დაისადგურებს.

მშვილდოსანი. აქტიურად გაატარეთ დღევანდელი დღე. ნუ დაწვებით დივანზე და უყურებთ ტელევიზორს. თუ ჩანაფიქრის შეესრულება გინდათ, ამას აუცილებლად გააკეთებთ.

თხის რქა. დაფიქრდით, არის თუ არა ყველა თანამშრომელი მზად საქმეში მონაწილეობისა და თქვენი დახმარებისავის. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. შესაძლებელია მორიგი „სასარგებლო რჩევა” სხვა არაფერია, თუ არა მოშურნეებისა და კონკურენტების ხრიკები.

მერწყული. თქვენი დევიზია – ცხოვრების ჯანსაღი წესი. კარგი იქნება დილის ვარჯიშით დაწყება, შემდეგ კი კოსმეტიკურ სალონში ვიზიტი. სამსახურში უმნიშვნელო სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გონივრულად მიიღებთ გადაწყვეტილებას, ყველაფერი მოგვარდება.

თევზები. თუ შესაძლებლობებს გადააჭარბებთ, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. სახლში ოჯახურ შეკრებაზე ვერ შეძლებთ პოზიციების დაცვას გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის შეცოდებით სიტუაციას ვერ შეცვლით.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
წინასწარ იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - პაატა თედიაშვილი
ათონში მოღვაწე ბერს ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს - რას წერს სასულიერო პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში
დაწერე კომენტარი