13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ხვალ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილო იქნებით. თუ 30 წელზე მეტი ასაკის ხართ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები გარეგნობაზეც აისახება. სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას, გადაწყვეტთ, რომ კოსმეტოლოგს ეწვიოთ და დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები ჩაიტაროთ. გამორიცხული არაა, სიბერესთან ბრძოლის უფრო ძვირად ღირებულ და ეფექტურ მეთოდებსაც მიმართოთ.

 

კურო
რომანტიკულ პაემანზე წარუმატებლობა გელით. გგონიათ, რომ პაემანზე პოტენციურ მეორე ნახევართან განმარტოვდებით, თუმცა, დიდი იმედგაცრუება გელით. თქვენი რჩეული რომანტიკულ შეხვედრაზე საუკეთესო მეგობართან ერთად მოვა და მთელ დროს მასთან საუბარში გაატარებს, თითქოს თქვენს არსებობას ვერ ამჩნევს. მომხდარი გიბიძგებთ აზრისკენ, რომ თქვენი რჩეული სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არაა.

 

ტყუპები
ხვალ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს უხალისოდ და უპასუხისმგებლოდ შეასრულებთ, რადგან დილას თქვენს სახლში მომხდარი სკანდალი მუშაობის ხალისს დაგიკარგავთ. მხოლოდ მას შემდეგ „გამოიდარებთ“, რაც მეორე ნახევრისგან სახალისო ბოდიშებით სავსე „ესემესს“ მიიღებთ. „ესემესის“ ნახვისას, უნებურად გაგეღიმებათ და ეს ღიმილი სახიდან აღარ მოგცილდებათ.

 

კირჩხიბი
ხვალ ახალი სამუშაო აპარატის ათვისება მოგიწევთ. სწავლის პროცესში ისეთ ენთუზიაზმსა და მონდომებას გამოავლენთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ. საღამოს, ოჯახის წევრებს სიამაყით უამბობთ სასწავლო პროცესის შესახებ და მათგან უამრავ საქებარ სიტყვას მოისმენთ.

 

ლომი
გირჩევთ, ჯერჯერობით ახალი ტანსაცმლის შეძენისგან თავი შეიკავოთ. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც კვების მენიუ შეზღუდა და აქტიურად ვარჯიშს იწყებს. გაითვალისწინეთ, რომ, როგორც კი თქვენს სხეულს ზედმეტი კილოგრამები მოსცილდება, დღეს შეძენილი ნივთები უსარგებლო ჩვრებად იქცევა. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ შოპინგს სამომავლოდ გადადებთ ან მხოლოდ სპორტული ვარჯიშისთვის საჭირო სამოსით დაკმაყოფილდებით.

 

ქალწული
მკაცრად აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები. თუ არ გსურთ, რომ ვალებში ჩაეფლოთ, მაღაზიებში სიარულის დროს, ისეთი ნივთების შეძენისგან, რომლებიც არაფერში გჭირდებათ, თავი უნდა შეიკავოთ. ეცადეთ, მაღაზიაში მეორე ნახევართან ან ისეთ ადამიანთან ერთად იაროთ, რომელიც საღად აზროვნებს. ეს თქვენს საოჯახო ბიუჯეტზე დადებითად აისახება.

 

სასწორი
ხვალ კამათს საკუთარი უნარ-ჩვევების წყალობით დააღწევთ თავს. ერთ-ერთი კოლეგა ცუდ საქციელში დაგადანაშაულებთ, თუმცა, თქვენი ინტელიგენტობა ყვირილის საშუალებას არ მოგცემთ. მას ღირსებით შეხედავთ და საკმაოდ არგუმენტირებულად დაამტკიცებთ თქვენს დამოკიდებულებას მომხდარზე. ინციდენტი სრულად მოგვარდება, თუმცა, პრობლემა კვლავ გადაუწყვეტელი დარჩება. მასთან გამკლავება მთელ კოლექტივთან ერთად მოგიწევთ.

 

მორიელი
ხვალ თავისუფალი აზროვნებისკენ იქნებით მიდრეკილი. იმდენად აქტიურად გამოავლენთ უადგილო ინიციატივებს სამსახურებრივ საქმეებში, რომ თქვენი იდეები ბოსს აუცილებლად გააღიზიანებს. ის გთხოვთ, თავი შეიკავოთ კრეატიული შეთავაზებებისგან, თუმცა თქვენ მაინც განაგრძობთ ოხუნჯობებს და არ გაჩერდებით მანამ, სანამ დირექტორი სამსახურიდან გაშვებით არ დაგემუქრებათ.

 

მშვილდოსანი
ხვალ საკუთარი ინტელექტის გამოვლენას შეძლებთ. თქვენი ნათესავები და მეგობრები აღფრთოვანდებიან თქვენი მონაცემებით. ამ მომენტს მაღალ შეფასებას მისცემს ადამიანი, რომელზეც ოცნებობთ, თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ. თუმცა, დიდი იმედი ნუ გექნებათ, რომ ის მხოლოდ ამ მიზეზით შეგიყვარებთ. მაინც მოგიწევთ, გარკვეული დრო დაუთმოთ ღირსებებსა და სხვათა შორის, წონაში კლებასაც.

 

თხის რქა
ორშაბათ დღეს საოცრად პროდუქტიულად გაატარებთ. არა მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებთ, არამედ კოლეგებზეც იზრუნებთ. სხვათა შორის, ერთ-ერთი კოლეგა სასიამოვნო კომპლიმენტით შეგამკობთ, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მსგავს კომპლიმენტებს თხოვნები მოჰყვება და ნუ გამორიცხავთ, რომ ადამიანი, რომელიც ხოტბას გასხამთ, სანაცვლოდ რამეს გთხოვთ.

 

მერწყული
ხვალინდელი დღე თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება. გადაწყვეტთ, რომ დროა, ყველაფრის ლიკვიდირება მოახდინოთ, რაც კი წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. გადაწყვეტთ, შეეწინააღმდეგოთ მსოფლიოს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებასა და აღიარებას. ეს იქნება თქვენი მხრიდან საკმაოდ თამამი ნაბიჯები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გჭირდებათ, კარგად დაფიქრებული გეგმა ახალი იდეების განსახორციელებლად.

 

თევზები
ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს განიცდით. თქვენი ნათესავები და მეგობრები საკუთარი საქმეებით დაკავდებიან და მათი მხრიდან დიალოგის გაგრძელებაზე უარს მიიღებთ. შესაფერის თანამოსაუბრეს სოციალური ქსელის დახმარებით იპოვით, მაგრამ ეს მარტოობისგან ვერ გიხსნით. საღამოს გადაწყვეტთ, გაისეირნოთ და საკუთარ დარდზე მეზობელთან ისაუბროთ. საუბარში მიხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენი ახლო მეგობარია.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
დაწერე კომენტარი