7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
თქვენ გარშემო დამანგრეველი ქარიშხალია, თუმცა, ის თქვენს სახლს არ შეეხება. სიყვარულში წარუმატებლობას სამსახურში მიღწეული წარმატება დაგავიწყებთ. სიმშვიდე და გამძლეობა ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ.

კურო
ეს დღე ენერგიულობას, გარდასახვასა და უჩვეულო მოვლენებს განასახიერებს. ბოლოს და ბოლოს, მოგიწევთ, უპასუხოთ კითხვას: როგორი გინდათ ჩანდეთ ადამიანების თვალში? დროა, ახალი იმიჯის შექმნაზე იზრუნოთ, რომელიც თქვენც და თქვენს გარშემომყოფ ადამიანებსაც მოეწონებათ.

ტყუპები
ეს დღე თვითშეფასების ამაღლებას განასახიერებს. საუკეთესო შემთხვევაში, ვითარების მართვას მსუბუქად და ძალდაუტანებლად შეძლებთ, თუმცა უარეს შემთხვევაში, შეიძლება უადგილო თავდაჯერებულობა გამოავლინოთ. მოერიდეთ ადამიანების კრიტიკას და განსჯას და ეცადეთ, მათში საუკეთესო თვისებები დაინახოთ.

კირჩხიბი
კირჩხიბებს, რომლებიც ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ, წარმატება ელით. სულ მცირე ეს შეიძლება რაღაცის იაფად შეძენასა და ძვირად გაყიდვაში გამოვლინდეს. ეცადეთ, ახალ საქმესა თუ პროექტში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ და ბირჟაზე ვალუტის კურსის ცვლილებით რეალური ფული იშოვოთ.

ლომი
შესაფერისი დღეა ახალი გეგმების შედგენისა და პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტებზე მსჯელობისთვის. ბევრს იფიქრებთ მომავალზე, ახალ ინფორმაციებზე, იდეებსა თუ წინადადებებზე. დროა, ხანგრძლივი სწავლის ან მუშაობის პროცესს შეუდგეთ. დღის პირველ ნახევარში გაცილებით ადვილი იქნება ქალებთან და ხელოვან ადამიანებთან მოლაპარაკება, ხოლო მეორე ნახევარში – ხელმძღვანელობასთან ან ჩინოვნიკებთან.

ქალწული
სავარაუდოდ, თქვენი კარიერული წინსვლა გაუთვალისწინებელ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. მოგიწევთ თანდაყოლილი თავაზიანობისა და წინდახედულების გამოჩენა, რომ „მახვილ კუთხეებს“ გვერდი მოხერხებულად აუაროთ და საქმე წარმატებით დაასრულოთ.

სასწორი
ამ დღეს საბოლოოდ დაასრულებთ კონტრაქტს, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. ასევე, ხელს მოაწერთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სერიოზულობა, რადგან ფულადი ოპერაციები და შემოქმედებითი გეგმები შეცდომების დაშვებას გამორიცხავს. ასევე, თქვენთვის რეკომენდებულია სამკურნალო პროცედურები.

მორიელი
ამ დღეს ნებისმიერი სახის კონტაქტი წარმატებული იქნება, ასევე, იღბალი გაგიღიმებთ სწავლაში, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობებში. ჯილდოს მიღების დროს არ დაგავიწყდეთ ხელმძღვანელობისთვის და თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა.

მშვილდოსანი
თქვენი ინტუიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება, ხოლო პირადი იდეები საკმაოდ პერსპექტიული და შედეგიანი აღმოჩნდება. შეგიძლიათ, დაიწყოთ ინდივიდუალური მოქმედებები. ვარსკვლავები წარმატებებს გიწინასწარმეტყველებენ.

თხის რქა
შემოქმედებითი პროფესიის მქონე თხის რქებს კარიერაში წარმატება ელოდებათ. ძალაუფლება – ეს ის არის, რაც ამ ზოდიაქოს ნიშნებს აღელვებთ. მზად ხართ, ყველაფერი დათმოთ ძალაუფლების მოსაპოვებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს იყოთ აზარტული და გემოვნებიანი. სასურველია, ერთი მიმართულებით კონცენტრირდეთ.

მერწყული
შეეცადეთ, კარგად გამოიყურებოდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეგეშალოთ სასურველი და რეალური ერთმანეთში. გაითვალისწინეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად იმოქმედეთ.

თევზები
დღის მეორე ნახევარი დაძაბული გექნებათ, რადგან გაუთვალისწინებელი მოვლენები წარმოიქმნება. ყოფითი გაურკვევლობა ახლობელ ადამიანთან კონფლიქტს გამოიწვევს. იყავით ფრთხილად და ყურადღებით ტექნიკურ ნივთებთან ურთიერთობის დროს. შეეცადეთ, შეიკავოთ ემოციები და არ წამოეგოთ ნებისმიერ წვრილმანს. მიუდექით პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციულად.

დაწერე კომენტარი