1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ დიდი ხანია, არ გაგიზომავთ, სწორედ ის დროა, რომ შეამოწმოთ, მომატებულია თუ არა. სავარაუდოდ, კვების მენიუში კორექტივების შეტანა მოგიწევთ.
კარიერა: ამჟამად თქვენი პროფესიული საქმიანობის მთავარი ამოცანა სწორად დაგეგმვაა. ჩასატარებელი ღონისძიებების თანმიმდევრულობა მაღალი ხარისხისა და ვადებში ჩატევის გარანტიაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარუმატებლობა გელით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან პაემანზე მიმავალმა რომელიმე წიგნის მაღაზიაში შეიაროთ და სახალისო ღია ბარათი უყიდოთ. ეს დაგეხმარებათ, პირველი შეხვედრის უხერხული მომენტები დაძლიოთ და განწყობა აუმაღლოთ.

 


კურო
ჯანმრთელობა: 
ხვალ კუროები მეტისმეტად გაღიზიანებულები იქნებიან, ამიტომ ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების ნერვული სისტემა არ დააზიანოთ. 
კარიერა: 
ერთფეროვანი, მონოტონური შრომა ძალიან მალე გღლით, ამიტომ ეცადეთ, მხიარული მუსიკით ან სამომავლო გეგმების შედგენით, საკუთარი საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. მთავარია, ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რამდენად სერიოზულია თქვენთან მიმართებაში საყვარელი ადამიანის გეგმები. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს აგიხსნათ სიყვარული, ხელი გთხოვოთ ან მიგანიშნოთ, რომ თქვენგან შვილი უნდა. ეცადეთ, სიახლე სიხარულით და ადეკვატურად მიიღოთ.

 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
რამდენადაც მეგობრული და თავაზიანი იქნებით ხვალ ადამიანებთან, იმდენად მეგობრულები და თავაზიანები იქნებიან ისინი თქვენ მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი ფსიქოლოგიური კომფორტი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტია იქნება ამ და მომდევნო დღეებში. 
კარიერა: 
თუ ახალი პროექტის შემუშავება არ დაგავალეს, აუცილებელი არ არის, უფროსს საქმეში ჩართვა სთხოვოთ. ის ხედავს, რომ ძალიან ბევრს შრომობთ. თქვენი გონება მხოლოდ სამსახურით არის დაკავებული და დატვირთვის მცირეოდენ შემცირებაზე განგაშს ტეხთ. ცოტა ხნით შეჩერდით და უბრალოდ, დაისვენეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, დაგარწმუნოთ, რომ ამ სამყაროში ერთადერთი, განუმეორებელი და უნიკალურია. რატომღაც მისი არ გჯერათ. ნეტავ, რატომ?

 

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკურნალობა სწრაფ შედეგს მოგცემთ, თუმცა კურსის შეწყვეტას არ გირჩევთ. შესაძლოა, ხვალ ან ზეგ, მაგრამ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას აუცილებლად იგრძნობთ.
კარიერა: პრობლემის გადაჭრისა და ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის კარგი დღეა. საქმეები თქვენ გარეშეც წარმატებით ვითარდება, ამიტომ იქნებ გარშემო მიმოიხედოთ? იქნებ, ვიღაც თქვენს ყურადღებას ან შესაძლოა, ფინანსურ დახმარებას ელის?
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანს თქვენი რომელიღაც პრობლემის მოგვარება მოუწევს. თუნდაც მისთვის ეს ადვილი იყოს, ეცადეთ, მადლიერება მსგავსი ფორმით გადაუხადოთ.

 


ლომი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ორგანიზმში სითხის ცირკულაციის პრობლემა გაგიჩნდეთ, ამიტომ ეცადეთ, მიღებული სითხის რაოდენობა შეამციროთ. ფეხების შეშუპებასა და თირკმელების გამართულად მუშაობას რომ თავი დავანებოთ, ყოველ წუთში საპირფარეშოს ძებნა არც ისე სასიამოვნოა. 
კარიერა: 
ნუ იჩქარებთ სამსახურებრივ ან არასამსახურებრივ ღონისძიებაში ჩართვას, რადგან ეს კარგად არ დასრულდება. პირიქით, თქვენი უფროსები გააცნობიერებენ, რომ დამატებითი მუშაობა სიხარულს განიჭებთ და აუცილებლად ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით.
სიყვარული: იქნებ თქვენს ურთიერთობაში რაღაც ცვლილების შეტანის დრო დადგა? ცვლილება ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს – დაწყებული სიყვარულის ახსნიდან, კარის საფინალო გაჯახუნებამდე. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ეს დღე ამისთვის შესაფერისია.

 

ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ პრობლემური ვენების მქონე ქალწულები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. ყოველი შემთხვევისთვის, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება არც იმ ქალწულებს აწყენდათ, რომლებისთვისაც ასეთი პრობლემები უცნობია. კარგი იქნება, თუ სპეციალურ კრემებსა და მასაჟებს მიმართავთ და დროებით, ფეხების დატვირთვას მინიმუმამდე შეამცირებთ. 
კარიერა: 
ხვალ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. საეჭვოა, რომ „გვერდიდან“ დახმარება დროულად ან საერთოდ მიიღოთ. თქვენი სამუშაო თქვენი სამუშაოა და ფულს იმიტომ გიხდიან, რომ თავად შეასრულოთ. ასე რომ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მისი გაკეთება მაინც თქვენ მოგიწევთ.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ, როგორ სადღეგრძელოებს წარმოთქვამს თქვენი საყვარელი ადამიანი სუფრასთან. ამით მიხვდებით, რამდენად ფაქიზად გრძნობს თქვენი საერთო მეგობრების განწყობას, რას ელის ცხოვრებისგან და რამდენად თვითმყოფადი პიროვნებაა.

 

სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ კარგი იქნება, თუკი თმებს სათანადო ყურადღებას დაუთმობთ. შესაძლოა, მათ დამატებითი კვება და ზრუნვა დასჭირდეთ. იქნებ, კორექტირება შეიტანოთ თმის მოვლის საშუალებების ასორტიმენტში. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა გჭირდებათ.
კარიერა: საქმიან მივლინებაში გიწევთ წასვლა? ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ამ თემაზე ხელმძღვანელობასთან ისაუბროთ. შესაძლოა, მივლინების დღეები გაზარდოთ, ან უბრალოდ საქმეზე უსაუბროთ – არც ეს იქნება ზედმეტი.
სიყვარული: თქვენი დიდი ხნის კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან დასასრულს მიუახლოვდება. თანაც, თავისთავად, ურთიერთობის ყოველგვარი გარკვევის გარეშე. უბრალოდ, გადაწყვეტთ, აპატიოთ ძველი ცოდვები, ის კი ძველ წყენას დაივიწყებს. ყველაფერი კვლავ კარგად იქნება, უბრალოდ და სწორად…

 

მორიელი
ჯანმრთელობა: სტრესული სიტუაციის შემდეგ ნერვული სისტემის აღდგენა ალკოჰოლის საშუალებით გსურთ, კარგი იქნება, თუკი ამ იდეის განხორციელებისგან თავს შეიკავებთ. ეს არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ, სამაგიეროდ ზიანი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
კარიერა: ხვალინდელი დღე უამრავ გასართობს გპირდებათ; ყოველ ნაბიჯზე მოულოდნელობები დაგხვდებათ. სამაგიეროდ არ მოიწყენთ – ეს მარტივი არ არის, მაგრამ თქვენ ხომ სწორედ ასეთ სიტუაციებში მოგწონთ თქვენი სამსახური ყველაზე მეტად?!
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, კიდევ ერთხელ გააცნობიეროთ, რომ ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი არსებობს გამოსავალი, თანაც, არცთუ ისე უსიამოვნო. მთავარია, იპოვოთ და სწორად გამოიყენოთ ის. თქვენი პირადი ცხოვრების წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მშვილდოსნებისთვის ხვალ, ისე როგორც არასდროს, სასარგებლო იქნება ემოციური განთავისუფლება. შესაძლოა, სცადოთ სპორტის ექსტრემალური სახეობები ან იქნებ ისეთი, რომელიც ექსტრემალურს ჰგავს. არ არის გამორიცხული, საშინელებათა ფილმის ყურებაც დაგეხმაროთ.
კარიერა: ნუ ეცდებით სხვის საქმეში ჩარევას და ზეგავლენის მოხდენას თქვენს გარშემომყოფებზე. თქვენი ავტორიტეტი უდავოა, მაგრამ მუდმივად ამის აღნიშვნა არ ღირს – ის არ არის ამოუწურავი. ხვალ თქვენთვის თვითდამკვიდრების მიზეზი აშკარად მოსალოდნელი არ არის. 
სიყვარული: 
ხვალ თქვენთვის მთავარია, არ შეადაროთ ხვალინდელი დღე იმას, რასაც ამ დღისგან ელოდებოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაგიცრუვდებათ იმედები და მხიარული საღამო გაგიფუჭდებათ. გაიხარეთ იმით, რაც გაქვთ და არა იმით, რა შეიძლება ყოფილიყო.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ნუ მისცემთ მძიმე ფიქრებს თქვენი დაპყრობის უფლებას. ბნელი აზრები ენერგიას გართმევენ და სასიხარულო საქმეზე კონცენტრირების და, უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობის საშუალებას არ გაძლევენ. ეს კი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველანაირად ხელს შეუშლის.
კარიერა: თუკი გაქვთ საშუალება, გადაამოწმოთ, მართებულია თუ არა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გადაწყვიტეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამგვარი შესაძლებლობა მეორედ აღარ მოგეცემათ. იფიქრეთ და კიდევ ერთხელ კარგად აწონეთ ყველაფერი, რათა სამომავლოდ სანანებელი არ გაგიხდეთ.
სიყვარული: ხვალ ოჯახურში შესანიშნავი მდგომარეობა გექნებათ: ბავშვები – დანაყრებულები, მეუღლე – კმაყოფილი, დედამთილი (ან სიდედრი) იმდენად შორს, რომ უახლოეს პერიოდში მისი ნახვის „სიამოვნება“ არ გელოდებათ. ეს დრო საუკეთესო საშუალებაა ერთად გასატარებლად – ერთად გარეცხეთ ჭურჭელი და დაალაგეთ სახლი, რადგან ისე არაფერი აახლოებს ადამიანებს, როგორც ერთი მიმართულების ერთობლივი საქმიანობა. სამყაროს სილამაზე და სისუფთავე გადაარჩენს!

 

მერწყული
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ თქვენი კუჭის ჯანრმთელობას. კარგი იქნება, თუკი მძიმე საკვებისგან თავს შეიკავებთ და მით უმეტეს, უარს იტყვით სწრაფი კვების პროდუქტებზე.
კარიერა: ხვალ ბევრი საინტერესო სამუშაო გელოდებათ, რომელიც არცთუ ისე ცუდ მოგებას მოგიტანთ. სამუშაო დღის ბოლოს, შესაძლოა, რთული სიტუაციები შეგექმნათ, ამიტომ ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების მიღებას დღის ამ მონაკვეთისთვის.
სიყვარული: ნუ დაელოდებით ხვალინდელი დღისგან ბევრ რამეს. განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. ხვალ, სამწუხაროდ, იმედგაცრუებას ვერსად გაექცევით, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოემზადოთ უარესი სიტუაციისთვის და თუკი ეს „უარესი“ არ დადგება, ეს თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

 

თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ სახსრებს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ზედმეტი დატვირთვა და სიმძიმე არ განიცადოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებულად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუკი ახლა თამაშიდან გამოხვალთ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება თქვენი ქმედებისთვის და თქვენს წარმატებას საკმაოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის. ასე რომ, ნუ დაჯდებით ორპირში ან კონდიციონერის ქვეშ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ მოულოდნელ მხარდაჭერას გამოიჩენს იმ სფეროში, რომელშიც გეგონათ, რომ ის საერთოდ ვერ ერკვეოდა და ვერც ვერასდროს გაერკვეოდა. საბედნიეროდ, თქვენი შეხედულება მცდარი აღმოჩნდება და ბედს არაერთხელ გადაუხდით მადლობას.

პოპულარული

"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა" - ლელა კაკულია
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, რიმა ბერაძეს, კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ
"თუ შეიძლება, რომ თქვენი საფირმო ჟესტი გაგვიკეთოთ" - კახი კალაძე "ფეისბუქ ლაივისას" დატროლეს (ვიდეო)
ვინ არის დეივიდ დათუნა, რომელმაც გამოფენაზე ბანანი შეჭამა (ფოტოკოლაჟი)
დაწერე კომენტარი