ვუხანი
მსოფლიო

ცხოვრება ჩინეთში, სიკვდილის ზონაში – როგორ ამხნევებენ კარანტინის ზონაში მყოფი მოქალაქეები ერთმანეთს ( ვიდეო)

11 მილიონიანი ქალაქი, რომლიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, ამჟამად უმკაცრეს იზოლაციაშია მოქცეული. >>>

ქალაქი
პოლიტიკა

რომელი ქალაქია საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი” გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ. მიმდინარე წელს, კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები.  კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის  ნომინაციების გამარჯვებულები. კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო”, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ვიდეო
FTI მედია

უმძიმესი კადრები – რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები

ჩინეთი მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის. ინფექციით ამ დროისთვის 82 ადამიანია გარდაცვლილი. >>>

კორონა
მსოფლიო

ჰონგ-კონგელი ექსპერტი – ხალხი მზად უნდა იყოს, შესაძლოა, კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად იქცეს

ადამიანთა რაოდენობა, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, შესაძლოა, პოტენციურად ყოველ ექვს დღეში >>>