2017 წელს თბილისში რაგბის ახალი მოედანი მოეწყობა

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და  და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ვაზისუბნის IV მიკრორაიონში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის სტადიონის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

cyc

სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დასრულდება.  ტერიტორიაზე 120X75 კვ/მ-ზე ხელოვნურ საფარიანი მოედანი, ასევე  400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნა მოეწყობა, ხოლო 500 კვ/მ-ზე კი ადმინისტრაციული შენობა განთავდება.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 716 440 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერის შესაბმისად,  ,,საბა კონსტრაქშენი’’ განახორციელებს.

საძირკველში კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას საკრებულოს წევრები: ქეთევან ჯოხაძე,  ნუგზარ მალაღურაძე, ზურაბ ქადაგიძე და  ჯაბა ჯიშკარიანი  ესწრებოდნენ.

8pqpth7jv2aw28c (ასლი)thumb2_nq0nsucocvf05rr (ასლი)

რეკლამა

დაწერე კომენტარი