ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 23 იანვარს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, კასპის ქუჩა #5 და აწყურის ქუჩა #3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.