20.01 გაზმომარაგების შეზღუდვა – მთაწმინდის რაიონი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 23  იანვარს, 10:00 საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება   მთაწმინდის  რაიონში,  ჭონქაძის ქუჩა №9, №11, №11/13 და ჟორდანიას ქუჩა №18-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

cyc

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი