20.01 გაზმომარაგების შეზღუდვა – გლდანის რაიონი

დღეს, 20 იანვარს, 17:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ბიჭვინთის ქუჩა №1, №1ა, №2, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და ჩიქვანიას ქუჩაზე არსებულ კერძო სექტორის მოსახლეობას.გაზის მიწოდება აღდგება 19:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

cyc

gaz

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი