20 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ ვერაზე დაჭრეს გარდაიცვალა

ბიჭ

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში.

დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.

ნიკა კვარაცხელია კლინიკაში ღამით გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, მიღებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი