5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი

 

გიჟური გართობა გსურთ? მშვენიერია, შეგიძლიათ, შესაფერისი კომპანიონების შერჩევას შეუდგეთ. მთელი დღის განმავლობაში გული სადღაც მიგიწევთ და თქვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს. მოერიდეთ ჭორაობას.

 

კურო

 

კუროებო, თუ ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მოდუნდით და მიეცით ამის საშუალება. თუ სადმე უსახლკარო ცხოველს გადააწყდებით, გულგრილად ნუ ჩაუვლით. ხვალ თუ სიზარმაცე გძლევთ, დაკარგული დროის ანაზღაურება დიდხანს მოგიწევთ.

 

ტყუპები

 

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში ან კომპიუტერთან დიდხანს არ დარჩეთ და დროულად დაიძინოთ. დროა, საკუთარ გარეგნობასა და კვების რეჟიმს მეტი ყურადღება დაუთმოთ.

 

კირჩხიბი

 

ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ დაგაინტერესათ და მთელ დღეს ოცნებებში გაატარებთ. გადაწყვეტილების მიღება თუ გიჭირთ, ცოტა დაიცადეთ. შესაძლოა, ხვალ ცოლქმრულ ღალატზე გაცდუნონ, მაგრამ ეს ყველასთვის ცუდი იქნება. ყველაზე მეტად კი თავად დაზარალდებით.

 

ლომი

 

სანამ ვინმეს პირფერობას დაიჯერებთ, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს განვითარებაზე იზრუნებს. მატერიალური ფასეულობების მიმართ ქარაფშუტული დამოკიდებულება დაგაზარალებთ.

 

ქალწული

 

სცადეთ. კიდევ ერთხელ დააკაკუნოთ კარზე, რომელსაც ადრე არ გიღებდნენ. ახლა მეტი შანსი გაქვთ, რომ მოგისმინონ და გაგიგონ. ხასიათი თუ გაგიფუჭდათ, საყვარელი მუსიკა ჩართეთ და ხმას აუწიეთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ. დიდხანს ფიქრი და ყოყმანი შანსს ხელიდან გაგაშვებინებთ.

 

სასწორი

 

ხვალ ნებისმიერ საქმიანობას წარმატებით გაუმკლავდებით, იქნება ეს სპორტული თამაში თუ ჯგუფური შემოქმედებითი პროექტი. ვარსკვლავები არ გირჩევენ, სხვების მომსახურებით ისარგებლოთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ მომსახურებაში ფულს გადაიხდით.

 

მორიელი

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბევრი ფული არ გაქვთ, ნუ დაინანებთ თქვენთვის უკანასკნელ კაპიკებს, ზეგინდელი დღე ახალ შემოსავალს გპირდებათ. თუკი ხვალინდელ დღეს დაუგეგმავად გაატარებთ და არ გეცოდინებათ, რა გააკეთოთ, შეიძინეთ ლატარიის ბილეთი.

მშვილდოსანი

 

ნუ მოიტყუებთ თავს, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება, ვიდრე მოგეჩვენებათ. სასურველია, მოვლენები ჩვეული რიტმით განვითარდეს, მთავარია, მათი სწორად წარმართვა შეძლოთ. თქვენი მთავარი ამოცანაა კარგი განწყობის შენარჩუნება.

თხის რქა

 

ეს დღე თხის რქებისთვის შესანიშნავია. არანაირი გაღიზიანება არ გელოდებათ. ყველა საქმე იდეალურად ჩაივლის. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმკაცრეს გამოიჩენთ და მათთვის წვრილმანი შეცდომების პატიებაც კი გაგიჭირდებათ.

 

მერწყული

 

მერწყულებო, ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ცხოვრება ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, რომელზეც ვერც კი იოცნებებდით. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ინანებთ. საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება ცუდი საქციელი იქნება.

 

თევზები

 

ხვალ თევზები ენერგით აივსებიან და ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად ისარგებლოთ ამ შანსით. შესაძლოა, მოულოდნელად ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომლის ნახვა არ გსურთ. თუკი მიხვდებით, რომ თქვენი იდეა სულელურია, ნუ დააიგნორებთ ამ შეგრძნებას, რათა შემდეგ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი