20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე ურთიერთობებში თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან. თქვენ ცუდი განწყობა შეგიპყრობთ. ან როგორ იმხიარულებთ თუ არც სახლში გაფასებენ და არც სამსახურში?!

კურო. დღეს კუროებისათვის ყველაზე წარმატებული დღეა. თქვენ მოგეცემათ შანსი რაც შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მოგცემთ ყველა წამოწყებაში არნახული წარმატების მისაღწევად. შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ამ დღეს მოულოდნელი, მაგრამ უდავოდ სასურველი რომანტიკული თავგადასავალი გელით.

ტყუპები. დღევანდელი დღე მოვლენებითა და ადამიანებით იქნება გაჯერებული. ისინი ძალიან სწრაფად შეცვლიან ერთმანეთს. თქვენ მოგეჩვენებათ, რომ მორევში მოჰყევით. თუ სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებთ და პანიკას არ აჰყვებით, საღამომდე ზარალის გარეშე მიაღწევთ.

კირჩხიბი. დღეს სწორედ ის დღეა, როცა თქვენი ოცნებები სრულდება. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები, გარისკეთ, წადით სამოგზაუროდ, შეიცვალეთ სამსახური. მაგრამ ამ ორომტრიალში ნუ დაივიწყებთ ოჯახს.

ლომი. თქვენთვის მთავარი დავალებაა გაუგოთ გარშემომყოფ ადამიანებს. კონფლიქტურ სტადიაში საკუთარ თავს კარგს ვერაფერს გაუკეთებთ. თუ ქალაქიდან გასვლის შანსი მოგეცემათ, ისარგებლეთ ამით. გამგზავრება უამრავ სიამოვნებასა და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ.

ქალწული. სულიერი საზრდოსა და ხელოვნების დღეა. რაც შეეხება ფულს, ბიზნესსა და კარიერას, აქ თქვენზე არაფერია დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია სახლის საქმეებით დაკავდეთ, გაიაროთ მაღაზიებში, ითამაშოთ ბავშვებთან ერთად.

სასწორი. ჰოროსკოპი გირჩევთ წახვიდეთ შეხვედრაზე ადამიანთან, რომელიც თქვენი წარსულიდანაა. ამ ადამიანთან რეალური შეხვედრა აუცილებლად მოხდება, თუ ამას თქვენ მოისურვებთ.

მორიელი. ნუ ეცდებით მარტომ გაართვათ თავი ასეთ მნიშნელოვან საქმეს ან პროექტს. დაიხმარეთ ვინმე თქვენი გუნდიდან, ისინი მადლობელი დაგრჩებიან.

მშვილდოსანი. ემოციურად ნეიტრალური დღე გელით. საერთო ჯამში, თქვენ კმაყოფილი დარჩებით დღევანდელი მოვლენებით. გაგიჩნდებათ სურვილი პოზიტიური შემოქმედებითი საუბრებისა როგორც თანამშრომლებთან, ასევე სახლში. ძალიან წაგადგებათ საღამოს გასეირნება.

თხის რქა. უკიდურესად არახელსაყრელი დღე ელით თხის რქებს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და გაუგებრობები პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გამოიჩინოთ შორსმხედველობა. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებს და ალკოჰოლური სასმელების მიღებას. არსებობს სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის საშიშროება.

მერწყული. სამსახურში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად უნდა იშრომოთ. დაასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ საშუალება გექნებათ, დაეხმარეთ სხვებსაც. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ.

თევზები. შესაფერისი დღეა საყიდლებისათვის, რაც უნდა შეიძინოთ, ყველაფერს კარგად გამოიყენებთ. დღის განმავლობაში გამონახეთ რამდენიმე საათი განმარტოვებისათვის. გაიხსენეთ წარსული, შეაფასეთ აწმყო და იოცნებეთ მოავალზე.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი