„20 ივნისის პოლიტპატიმრები” – გავრილოვის ღამეს დაშავებულების და დაკავებულების უფლებებს ახალი მოძრაობა დაიცავს

“პოლიტპატიმრები 20 ივნისის” – ამ სახელწოდებით იქმნება ახალი მოძრაობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ დაშავებულების და დაკავებულების უფლებებს დაიცავს.

„ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად, ჩვენ დავიცავთ ყველა პატიმარს“, – ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, კოტე კემულარია.

კემულარიას განცხადებით, ძალიან ბევრ დაშავებულს არსად დაუფიქსირებია, რომ ისინი 20 ივნისს დაასახიჩრეს. კემულარიას თქმით, მათ კომპენსაცია ეკუთვნით და ამის მიღებაში ახალი მოძრაობა დაეხმარებათ.

„მე ჩავუდგები სწორედ სათავეში ამ მოძრაობას, რასაც დღეს ვიწყებთ, ეს არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური, თანამოაზრეები გვყავს ყველა ოპოზიციურ პარტიაში და კონსულტაციები გვაქვს… ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად, ჩვენ დავიცავთ ყველა პატიმარს, ჩვენ ყველას იმ დასახიჩრებულს, რომლებსაც დღეს აშინებენ. ხელი აქვთ მოტეხილი, მხარი აქვთ მოტეხილი, არ მიმართოთ ექსპერტიზას, არ მიხვიდეთო ეუბნებიან.  ყველას დავუკავშირდებით, დავეხმარებით უანგაროდ, რომ მათ მიმართონ სასამართლოებს, მათ იფიქრონ კომპენსაციაზე, რომელიც ეკუთვნით. მათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და ეს არ დავტოვოთ დაუსჯელი, თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ასეთი უბედურება“, – განაცხადა კემულარიამ.

კემულარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაიდო ასეთი დასკვნა. ამას სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დღეს, ჩვენ სწორედ ამას ვაანონსებთ. ჩემს გვერდით დგას მამაცი დედა, ქალბატონი, თამლიანი, რომელიც იცავს თავის შვილს, იცავს სხვის შვილებს… ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო, ეს ადამიანი არის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანი, რომლებმაც წამოიწყეს ახალი ეროვნული მოძრაობა, რომ დაიცვან საქართველო“, – განაცხადა კემულარიამ.

კოტე კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე მინისტრის გადაყენება არაფერს შეცვლის, საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლება სრულად უნდა შეიცვალოს. 

„მოიყვანენ სირაძეებს, იმ მოძალადეებს, რომლებმაც პარლამენტარზე იძალადეს, ჟურნალისტებზე იძალადეს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და დრეს აწინაურებენ. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ოცნება ვის დასვამს იმ სავარძელში, გაგრძელდება ეს რეპრესიები. მე ვიცი, რომ ისინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვისაც კი მზად არიან… მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გამოდით და აღიარეთ, რომ თქვენი გაკეთებულია ეს ყველაფერი, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, როგორც ლიდერმა ამ უბედურება პარტიის… გამოდით და თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან ციხეებიდან, შეწყვეტთ რეპრესიას და ჩატარდება არჩევნები, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. გამოდით და უთხარით ეს ხალხს, თორემ დაამთავრებთ ძალიან ცუდად“, – განაცხადა კემულარიამ.

20 ივნისის ღამის შემდეგ დაკავებულებს პოლიტიკურად დევნილებს უწოდებს ასევე ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი. მისი თქმით, თითოეულ დაკავებულს ახალი მოძრაობის წარმომადგენლები დაიცავენ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - ნინო ბურჯანაძეს გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში არ მოუხდია" - პარტიის პრესსამსახური
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი