20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული – ბაჩუკი ქარდავა

ბაჩუკი ქარდავა

“20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული და უკვე ძალოვან სტრუქტურებსაც არ ენდობა, ის თავის პოლიციას არ ენდობა და კანონდამრღვევი პოლიციელი ურჩევნია იყოს ხელმძღვანელ პოსტზე,” – ამ განცხადებით, ბაჩუკი ქარდავა 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირის, ვაჟა სირაძის დაწინაურებას ეხმაურება.

“საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ შს მინისტრს ურჩევნია, ხელმძღვანელ თანამდებობაზე კანონდამრღვევი პირი დანიშნოს.

„ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი აქტიური, მე ვიტყოდი პოლიციელების მხრიდან კანონდამრღვევი 20 ივნისის დღეს, მთელი დღის განმავლობაში. მე ვამბობდი პარლამენტში შესვლაზე, იყო ჩემზე საშვი დაშვებული და ეს ადამიანი ძალიან აქტიურად და აგრესიულად მიშლიდა ამაში ხელს. არა მხოლოდ მე მიშლიდა ხელს, ის ხელს უშლიდა ჟურნალისტებს. ესეთი ადამიანების დაწინაურებას იმ ფონზე, რომ გახარიაა გადასაყენებელი და ეს ამბავი არ ასცდება გახარიას და ბიძინა ივანიშვილს, ამ ფონზე, 20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული და უკვე ძალოვან სტრუქტურებსაც არ ენდობა, ის თავის პოლიციას არ ენდობა და კანონდამრღვევი პოლიციელი ურჩევნია იყოს ხელმძღვანელ პოსტზე. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. დასცინის ამით ბიძინა ივანიშვილი ხალხს და ფაქტობრივად, ეუბნება იმას, რომ მას არ აინტერესებს ხალხის აზრი, მას არ აინტერესებს საზოგადოებაში რა განწყობებია. თუ საჭირო იქნება, ვისვრი ათასჯერ, ოღონდ ხელისუფლება შევინარჩუნო,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
„ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია...“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის
რომელი ფერი მოგიტანთ იღბალს დაბადების თვის მიხედვით - მიხეილ ცაგარელის რჩევა
დაწერე კომენტარი